ტექნოლოგიური სიახლეები თერმომეტრი ვერცხლისწყლის გარეშე 2018, 8 მაისი, 14:26 როგორც ცნობილია, კომპანია xiaomi უამრავი სახეობის მოწყობილობების წარმოებით არის დაკავებული. ამჯერად, მწარმოებლის ასორტიმენტს თერმომეტრიც შეემატა. სიახლის ფასი მხოლოდ 3 დოლარს შეადგენს. დევაისი არ შეიცავს ვერცხლისწყალს და მთლიანად ციფრულია. გაჯეტი დამზადებულია სამედიცინო პოლიპროპილენისაგან და ყველა ეტაპზე მან მკაცრი ნიო-კონტროლი გაიარა. შესაბამისად, ახალი თერმომეტრი ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხოა. mi digital thermometer-ასე ჰქვია გაჯეტს და ის 18.8 მილიმეტრიანი LCD-ეკრანით არის აღჭურვილი, რომელზეც ტემპერატურის მაჩვენებელი გამოისახება. გაჯეტი გაყიდვაში 3 აპრილს გამოვიდა. 58 შეფასება არ არის
|