სხვა ფლამა-ერთ ერთი უძლიერესი გლადიატორი 2018, 8 მაისი, 12:24
ფლამა სირიელი მეომარი იყო, სანამ რომაელები ტყვედ ჩაიგდებნენ. გლადიუსით და ფარით(როგორც სურათზეა) მან 13 წელი გაატარა არენაზე და ებრძოდა თავისი ეპოქის გამოცდილ გლადიატორებს. ფლამა 5-ჯერ დააჯილდოვეს რუდისით(ხმალი, რომელსაც აძლევდნენ განთავისუფლებულ გლადიატორებს) თუმცა, ის ხუთივეჯერ დაბრუნდა არენაზე.იგი მონაწილეობდა 34 ბრძოლაში, 21 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 4 წააგო. ის 30 წლის ასაკში არენაზე მოჰკლეს, მისი ნამდვილი სახელი არავინ იცის. 89 2-ს მოსწონს
|