x
image
თამილა გურაშვილი
ლიბიური სოციალიზმი -ანუ რატომ მოკლეს მუამარ კადაფი
1969 წელს ლიბიაში მუამარ კადაფის ხელმძღვანელობით მოხდა სამხედრო გადატრიალება. წლის რევოლუცია თავისი ხასიათით ბურჟუაზიული იყო. რევოლუციის შემდეგ ყველა მსხვილი საწარმოს ნაციონალიზება მოხდა. 1980 წლიდან კი ლიბიაში საწარმოო საშუალებებზე კერძო საკუთრების ლიკვიდაცია მოხდა და მათ მაგივრად კოოპერატივები შეიქმნა. საბჭოთა კავშირის მსგავსად, ლიბიაში არსებობდა გეგმიური ეკონომიკა.


image

ლიბიის სოციალისტური რესპუბლიკა სხვანაირად, ჯამაჰირიის სახელითაც მოიხსენიებოდა, რაც ნიშნავს – “სახელმწიფოს, რომელიც მასების ორგანიზაციის მიერ იმართება, “სახალხო მმართველობას”, “სახალხო დემოკრატიას” – ამ ტერმინს მსგავს განმარტებებს კადაფი თავის “მწვანე წიგნში” იძლევა"

თავის “მწვანე წიგნში” კადაფი აკრიტიკებს მოსახლეობის კლასობრივ დაყოფას და ამას კლანების, პარტიების და ტომების ბრძოლასთან აიგივებს. მუამარ კადაფის აზრით დემოკრატია არანაირად არ არის დემოკიდებული საზოგადოების კლასობრივ სტრუქტურაზე “ნამდვილი დემოკრატია შესაძლებელია უშუალოდ ხალხის ჩართულობით და მონაწილეობით და არა მათი წარმომადენლების (პარლამენტარების), “პარლამენტი – დემოკრატიის ფალსიფიკაციაა” – აღნიშნავს ის.


2 011 წლის 15 თებერვალს ლიბიაში მშვიდობიანი ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. გამოსვლების საბაბი გახდა ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები, რომლის წინაპირობა გახლდათ “არაბული გაზაფხული”. მომიტინგეები გამოვიდნენ მუამარ კადაფის მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იდგა ხელისუფლების სათავეში.

სამოქალაქო ომი საბოლოოდ 2011 წლის 23 ოტომბერს მუამარ კადაფის მკვლელობით და დასავლური თანამეგობრობის მხრიდან მისი მმართველობის დამხობით დასრულდა.

კადაფის 41 წლიანი მმართველობის დროს მოსახლეობისთის დაწესებული შეღავათების გამო "უკმაყოფილო" ოპოზიცია ებრძოდა "კადაფის რეჟიმს".


  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე – $ 14 192, (მე-2 აფრიკაში) ( შედარებისთვის -საქართველო 3, 766 $ )
  • ოჯახის ყოველ წევრზე სახელმწიფო იხდიდა დოტაციას $ 1000
  • უმუშევრების სოციალური დახმარება თვეში – $ 730
  • ყოველ ახალშობილზე დედას უხდიდნენ – $ 7000
  • ახალდაქორწინებულებს საცხოვრებელი ფართის საყიდლად აძლევდნენ – $ 64 000
  • საკუთარი ბიზნესის დასაწყებად მთავრობა იძლეოდა სასტარტო კაპიტალს – $ 20 000
  • უფასო ჯანდაცვა და განათლება
  • საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება ფინანსდებოდა მთავრობის მიერ
  • მრავალშვილიანი ოჯახისათვის საკვებ პროდუქტებზე სიმბოლური ფასი იყო
  • ვადაგასული პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში მაღაზია დიდ ჯარიმას იხდიდა, ხოლო მფლობელს დროებით აპატიმრებდნენ
  • სახელმწიფო იხდიდა ძვირადღირებული წამლების ღირებულებას, ხოლო
    წამლის ფალსიფიკაციაზე მოქმედებდა სიკვდილით დასჯა
  • ელექტროენერგია იყო უფასო
  • ალკოჰოლის გაყიდვა-მოხმარება იყო აკრძალული – „მშრალი კანონი“
  • მოქმედებდა უპროცენტო განვადება სახლისა და მანქანის ყიდვაზე
  • მანქანის ყიდვისას საფასურის 50% სახელმწიფო იხდიდა, ჯარისკაცებს 65%
  • ბენზინის ღირებულება წყლის ღირებულებაზე ნაკლები იყო. 1 ლ – 0, 14 $image

1
513
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
513
  
2018, 8 მაისი, 18:26
სულ ჩვენ მთავრობას არ გავს?
0 1 1