საზოგადოება გია სურამელაშვილის ეს ინტერვიუ ნამდვილად გაგაოცებთ!გაიგეთ რას ყვება ის საოცნებო პროფესიაზე და სად მუშაობდა იმისთვის რომ მიზნისთვის მიეღწია 2018, 7 მაისი, 22:30
.
მომღერალი გია სურამელაშვილი ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ექიმობა სურდა და სამედიცინი პრაქტიკის მისაღებად მორგშიც კი მუშაობდა.
.
„ბავშვობაში მუსიკაზე არ მივლია, ამ კუთხით გამორჩეული ნიჭი არ მქონდა. ერთი ურჩი და ხელისგულზე ნატარები, გათამამებული ბიჭი ვიყავი. მკაცრი მამა მყავდა, მაგრამ ბაბუა მშველოდა. არაფერი მაინტერესებდა. სპორტზე დავდიოდი: მძლეოსნობა, ცურვა. ვუსმენდი იმას, რაც იმ პერიოდში მოდაში იყო: "ორერა", ალა პუგაჩოვა, ტოტო კუტუნიო, ჩელენტანო, "აბბა", "ბონიემი"... პატარა ვიყავი, მაგრამ მუსიკა ყურს ყოველთვის სიამოვნებდა. ჩემი ოცნება იყო ექიმი გავმხდარიყავი. იმ პერიოდში სამედიცინოზე ჩასაბარებლად სტაჟს ითხოვდნენ. მეც ამისთვის ვემზადებოდი და სკოლის დამთავრების შემდეგ, წელიწად-ნახევარი მერვე საავადმყოფოში, სანიტრად ვიმუშავე. ძირითადად მიმღებში ვიყავი, მაგრამ ოპერაციებსაც ვადევნებდი თვალს, მორგში გადამყავდა მიცვალებულები და გაკვეთასაც ვესწრებოდი. ერთი სიტყვით, იმდენად მინდოდა ექიმობა, ყველაფერში უშიშრად ვმონაწილეობდი. ახლა შეიძლება, სისხლის დანახვაზე ცუდად გავხდე. იქ მუშაობის დრო საუკეთესოდ მახსენდება. ეჭვი არ მეპარება, გამოცდებზე რომ გავსულიყავი, სამედიცინო ინსტიტუტში მოვხვდებოდი. დადგა მომენტი, როცა რაღაცამ მიბიძგა და მივხვდი, ეს ის არ იყო, რაც მინდოდა. . ისე ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, მშობლებმა არ იცოდნენ. მისაღებ გამოცდაზე 100 აბიტურიენტიდან სამსახიობო მეტყველებაში მხოლოდ მე დამიწერეს უმაღლესი ქულა. ოტია იოსელიანის "სიყვარული და ღალატი" წავიკითხე და კომისია დავშოკე. არადა, სულ ოროსანი ვიყავი სკოლაში. თეატრალურ ინსტიტუტში ჩვენი ვოკალის პედაგოგი გიორგი ცაბაძე გახლდათ. იმ პერიოდში ბატონი გოგი ცოტა შეუძლოდ იყო, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც მოდიოდა. მის გაკვეთილზე ყოფნა საოცრება იყო. მას ჰყავდა თანაშემწე ქალბატონი - ციალა ქადაგიძე, ოპერის მომღერალ ბადრი მაისურაძის დედა. სტუდენტობის დროსაც ურჩი ვიყავი, მაგრამ არა - ცაბაძის მიმართ. ისე, სულ ვაგვიანებდი ლექციებზე. ინსტიტუტიდან რამდენჯერმე გამრიცხეს და მერე აღმადგინეს. აუღებელი ციხესიმაგრე ვიყავი. განაწილებით ფოთის თეატრში მოვხვდი. იქ ცოტა ხანს დავყავი და მიუხედავად იმისა, რომ კარგი როლები მომცეს, მაინც წამოვედი, თეატრი ვერ გავითავისე., “ - ამბობს გია სურამელაშვილი. 122 შეფასება არ არის
|