სხვა ტოპ 10 ყველაზე საზარელი სერიული მკვლელი!!! 2018, 7 მაისი, 20:17 1. ტედ ბანდიტედ ბანდი ახალგაზრდა გოგოებს იტაცებდა, აუპატიურებდა და კლავდა. ის საკუთარ მსხვერპლს საჯარო ადგილზე უახლოვდებოდა და მოფარებულ ადგილას იტყუებდა ხოლმე. მან მინიმუმ 12 მსხვერპლს მოჰკვეთა თავი და მოკვეთილი თავები საკუთარ ბინაში შეინახა, ტედი რამდენჯერმა დაიჭირეს, თუმცა მან ორჯერ მოახერხა პოლიციისა და სასამართლოს შენობიდან გაქცევა, ტედ ბანდი სიკვდილით 1989 წელს დასაჯეს.2.ჩარლზ ნგ და ლეონარდ ლეიკიჩარლზ ნგ-მ და მისმა თანამზრახველმა ლეონარდ ლეიკმა თერთმეტიდან ოცდახუთ ადამიანამდე მოიტაცეს, გააუპატიურეს, აწამეს და მოკლეს, მათი დანაშაული 1985 წელს გახდა ცნობილი მას შემდეგ რაც ლეონარდო ლეიკმა თავი მოიკლა, ჩარლზი მაღაზიის გაქურდვის გამო დააკავეს, პოლიციამ მათი რანჩო გაჩხრიკა და ადამიანების ნარჩენები აღმოაჩინა, ჩარლზმა კანადაში მოახერხა გაქცევა თუმცა 1998 წელს მისი ექსტრადირება მოხდა და ამჟამად მას სიკვდილით დასჯა ელოდება.3.ჯონ ვეინ გეისი1972 დან 1978 წლამდე ჯონ ვეინ გეისმა 33 თინერიჯერი ბიჭი გააუპატიურა და მოკლა, ის მსხვერპლს საკუთარ სახლში სამსახურის დაპირებით იტყუებდა და ტურნიკების საშვალებით ახრჩობდა, მან 26 მსხვერპლი საკუთარი სახლის ქვეშ დამარხა დანარჩენები კი მდინარეში გადაყარა, მან ციხეში 14 წელი გაატარა და სიკვდილით 1994 წლის 10 მაისს დასაჯეს.4.ანდრეი ჩიკატილოსაბჭოთა კავშირში მცხოვრები სერიული მკვლელი რომელსაც მეტსახელად “როსტორელი ყასაბი'' შეარქვეს, მას 1978 დან 1990 წლამდე 52 ადამიანის გაუპატიურება, წამება და მკვლელობა ედებოდა ბრალად, ჩიკატილო 1992 წელს გაასამართლეს, მის მიერ დახოცილი ადამიანების ნათესავები მის გარეთ გამოშვებას ითხოვდნენ რათა თავად გასწორებოდნენ მკველელს. ის 1994 წელს დახვრიტეს.5.ტომი ლინ სელსი ტეხასელ ტომი ლინ სელს 70 ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად მათ შორის 13 წლის გოგონაცაა რომელსაც ტომმა 16 ჭრილობა მიაყენა დანით, სელსი 10 წლის გოგონას საძინებელში შეიპარა და დანით რამდენჯერმე დაჭრა, შემდეგ კი გაიქცა, ჭრილობების მიუხედავად გოგონა გადარჩა და სელსის დეტალურად აღწერა მოახერხა, ის დაიჭირეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, ის დღემდე ელოდება სიკვდილით დასჯას. 6.გარი ლეონ რიჯვეიამერიკელი გარი რიჯვეი 2001 წელს დააკავეს 4 მკვლელობის გამო, თუმცა მან მოგვიანებით აღიარა რომ 1980 დან 1990 წლამდე 70-ზე მეტი ქალი ჰყავდა მოკლული, სასიკვდილო განაჩენს მან თავი, გამოძიებასთან თანამშრობლობით და დეტალური აღიარებებით დააღწია, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.7.პედრო როდრიგეს ფილიობრაზილიელი სერიული მკვლელი რომელიც 1973 წელს დააკავეს და 2003 წელს 128 წელი მიუსაჯეს 70-ზე მეტი მკვლელობის გამო .პირველი მკვლელობა მან 14 წლის ასაკში ჩაიდინა და 18 წლის ასაკში მას უკვე 10 ადამიანი ჰყავდა მოკლული, ციხეში ყოფნის დროს მან საკუთარი მამა მოკლა, რომელიც იმავე ციხეში მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს. ციხეში ყოფნისას მან კიდევ 47 პატიმარი მოკლა რამაც მისი სასჯელი 400 წლამდე გაზარდა, ის 2007 წელს გამოუშვეს ციხიდან თუმცა 2011 წელს კვლავ დააპატიმრეს.8.დანიელ კამარგო ბარბოსაბარბოსა სერიული მკვლელია რომელსაც 150 კოლუმბიელი და ეკვადორელი გოგონას გაუპატიურება და მკვლელობა ედება ბრალად. კოლუმბიური ციხიდან გაქცევის შემდეგ მან ეკვადორში 72 გოგონა მოკლა, ბარბოსას 1989 წელს 16 წელი მიუსაჯეს, თუმცა ის მალევე მოკლა ერთი გოგონას ბიძაშვილმა რომელიც ამავე ციხეში იხდიდა სასჯელს.9.ექიმი ჰაროლდ შიკმანიჰაროლდ ფრედერიკ შიკმანი ინგლისელი ექიმი და ერთ ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელია, მას დაახლოებით 250 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. ის საკმაოდ ცნობილი და პატივსაცემი ექიმის სახელით სარგებლობდა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შიკმანი თავის ხანში შესულ პაციენტებს წამლის დიდი დოზით კლავდა და მათ ანდერძებს აყალბებდა. წერდა, რომ გარდაცვლილებს კრემაცია სურდათ, ის დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 2004 წელს მან საკანში ჩამოიხრჩო თავი.10.პედრო ალონსო ლოპესიკოლუმბიელი სერიული მკვლელია რომელსაც 300-ზე მეტი გოგონას გაუპატიურებასა და მკველობაში ედება ბრალი, ის მსხვერპლს მოფარებულ ადგილზე იტყუებდა, შემდეგ კი აუპატიურებდა და სხვადასხვა ხერხით კლავდა. ის ერთ ერთი მსხვერპლის მოტაცების მცდელობისას დააკავეს, მან 300-ზე მეტი მკვლელობა აღიარა თუმცა პოლიციამ მხოლოდ მას შემდეგ დაიჯერა მისი მონათხრობი რაც წყალდიდობამ მისი მსხვერპლების სასაფლაო გამოაჩინა. ის 1980 წელს დააკავეს და 18 წელი მიუსაჯეს მოგვიანებით კოლუმბიაში გადაიყვანეს და 18 წელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.309 1-ს მოსწონს
|