რელიგია პირველი ქრისტიანები საქართველოში 2018, 7 მაისი, 19:56 ქრისტეს მოძღვრებას საქართველოში ადრიდანვე იცნობდნენ. ძველი თქმულების თანახმად, ჯვარცმის შემდეგ, როდესაც მოციქულები სხვადასხვა ქვეყნებში წავიდნენ ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად, საქართველო მარიამ ღვთისმშობელს ხვდა წილად. ამიტომ ჩვენს ქვეყანას ღვთისმშობლის წილხვდომილს უწოდებენ. ამავე გადმოცემის მიხედვით, მარიამმა საქართველოში ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი გამოაგზავნა და თან ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. ასეთ ხატებს მხატვრები არ ხატავდნენ, ისინი ღვთიური ძალით იქმნებოდნენ. ანდრიამ მესხეთსა და ეგრის-აფხაზეთში ქრისტეს რჯული იქადაგა, მრავალი წარმართიც მოაქცია და რამდენიმე ეკლესიაც ააშენა. მაგრამ იმხანად ქრისტიანობამ ჩვენში ვერ მოიკიდა ფეხი, რადგან მეფეები და ქურუმები ამ სარწმუნოებას სდევნიდნენ. ამიტომ, ვინც მაინც დარჩა ქრისტეს რჯულის აღმსარებლად, ფარულად ინახავდა თავის რწმენას. 124 3-ს მოსწონს
|