სხვა რა მასალაზე წერდნენ ძველ დროში? 2018, 7 მაისი, 16:18
მალე ადამიანებმა უფრო რბილი და გამძლე საწერი მასალის დამზადება ისწავლეს ცხოველის ტყავისაგან. ტყავის საწერ მასალას დიდი რაოდენობით ამზადებდნენ მცირე აზიის ქალაქ პერგამონში, ამიტომ ევროპის ქვეყნებში საწერ ტყავს შეარქვეს პერგამენტი, საქართველოში კი იგი “ეტრატის'' სახელით იყო ცნობილი. ეტრატი წარმოშობით ბერძნული სიტყვაა, იგი მომდინარეობს სიტყვიდან “ტეტრადიონი'', რაც ბერძნულად ოთხად გადაკეცილ ტყავის საწერ ფურცელს ეწოდებოდა. ტყავისაგან დამზადებულ საწერ ფურცლებს რვეულის ფორმით კინძავდნენ, ტყავგადაკრულ ხის ყდაში სვამდნენ და ძვირფასი ქვებით ამკობდნენ. ასეთი წიგნის დამზადება დიდ დროს მოითხოვდა და იგი ძალზე ძვირადაც ფასობდა. დროთა განმავლობაში ადამიანებმა მიაგნეს კიდევ უფრო მოხერხებულ და იაფ საწერ მასალას - ეს იყო ქაღალდი. ქაღალდის დამზადება უძველეს დროში ჩინელებმა დაიწყეს, ჩინელებისგან არაბებმა შეითვისეს, არაბებისგან კი - ევროპის ხალხებმა. ამ უკანასკნელებმა დიდად გააუმჯობესეს ქაღალდის წარმოების წესი და მთელ მსოფლიოში დაიწყეს ქაღალდით ვაჭრობა.
968 შეფასება არ არის
|