x
image
მანჩო 777
''ვის უნდა მილიონი?'' - კითხვები, რომლებმაც ადამიანებს მილიონები მოაგებინა
რომელ თქვენგანს არ უოცნებია ტელევიქტორინაში მილიონის მოგებაზე, თუმცა ალბათ კარგად იცით, რომ ეს არც ისე იოლია. დიდი თანხის მოსაგებად ტელეწამყვანების მიერ დასმულ საკმაოდ რთულ და ჩახლართულ კითხვებს სწორად უნდა უპასუხოთ და ინტუიციამაც არ უნდა გიღალატოთ. მოდით, ერთად ვნახოთ, რომელმა კითხვებმა მოუტანა ტელემაყურებლებს მილიონები?



image


მაშ ასე, წარმოგიდგენთ კითხვებს, რომლებზეც გაცემულმა სწორმა პასუხებმა ადამიანებს დიდი თანხა მოაგებინა. შეამოწმეთ თქვენი ერუდიცია და ნახეთ, იცით თუ არა რომელიმე კითხვის პასუხი.



კეტი კოქსი - ერთი მილიონი დოლარი


სკოლის ინსპექტორმა ჯორჯიის შტატიდან კეტი კოქსმა 2008 წლის 5 სექტემბერს მილიონი დოლარი მოიგო ტელევიქტორინაში "ვინაა მეხუთეკლასელზე ჭკვიანი?" მან 11 შეკითხვიდან ყველას სწორად გასცა პასუხი. საფინალო კითხვა, რომელმაც მოთამაშეს მილიონი მოაგებინა, ასე ჟღერდა: "მონარქი, რომელიც ყველაზე დიდხანს მართავდა ბრიტანეთის სამეფოს".




image


სწორი პასუხია: დედოფალი ვიქტორია I.



ჯო ტრელა-ერთი მილიონი დოლარი


2000 წლის 23 მარტს კალიფორნიელმა ჯო ტრელამ მონაწილეობა მიიღო ტელევიქტორინაში "ვის უნდა მილიონი?" მან 14 შეკითხვიდან ყველას სწორი პასუხის გასცა. აი ფინალური კითხვაც:"რომელმა მწერმა მოახდინა მოკლე ჩართვა პირველ სუპერკომპიუტერში, რის გამოც დაიბადა ტერმინი "კომპიუტერული ხოჭო".



image


სწორი პასუხია "ციცინათელა".



დენ ბლონსკი - ერთი მილიონი დოლარი


და ისევ გადაცემა "ვის უნდა მილიონი?" ფლორიდელი იურისტი დენ ბლონსკი პირველი სეზონის ფინალისტი გახდა. უკანასკნელ ეტაპზე მას მოუწია პასუხის გაცემა შემდეგ კითხვაზე: "რა მანძილია დედამიწიდან მზემდე?"



image


სწორი პასუხია 93 მილიონი მილი.



ტიმ ხსაი, 1 042 309 დოლარი


image



ტელეარხ FOX - ზე 2000 წლის ივნისში გასულ გადაცემაში "ეს თქვენი უკანასკნელი შანსია" ტომ ხსიამ მილიონ დოლარზე მეტი მოიგო. ამ მოგებამ იმდენად იმოქმედა ეთერში ახლადგასული შოუს ბიუჯეტზე, რომ მოგების გაცემის შემდეგ პროდიუსერები იძულებული გახდნენ გადაცემა დაეხურათ. არაა შემონახული გადაცემის ჩანაწერი და ამიტომ კითხვები, რომელთა წყალობით ტიმმა უზარმაზარი თანხა მოიგო, უცნობია.



ადამ როუზი, 1 153 908 დოლარი


image


გადაცემაში "ღირსეული ფასი" მონაწილეობამ ძირფესვიანად შეცვალა უბრალო მასწავლებლის ადამ როუზის ცხოვრება. ის წამოვიდა სკოლიდან, გაისტუმრა ყველა ვალი, იყიდა ძვირფასი სახლი და ავტომობილი და დაიწყო საკუთარი მცირე ბიზნესი. დასანანია მხოლოდ ის, რომ ყველაფერ ამისათვის ადამს სულაც არ მოუწია რთულ კითხვებზე პასუხის გასაცემად ტვინის ჭყლეტა: მან ინტუიციის თუ ბედისწერის წყალობით ზუსტად გამოიცნო ის ორი პორტფელი, რომლებშიც სუპერპრიზი იდო: უძვირფასესი ავტომობილები. მიიღო რა მათი ფულადი ექვივალენტი, ადამს უკვე აღარასოდეს უცხოვრია უწინდელი ცხოვრებით.



ჯონ კარპენტერი, 1 250 000 დოლარი



image


საგადასახადო ინსპექტორი ჯონ კარპენტერი ტელეთამაშების ისტორიაში შევიდა არამარტო უზარმაზარი თანხის მოგების გამო, არამედ მის მიერ მოწყობილი ფინალური ინტრიგით. ჯონმა ძალიან იოლად უპასუხა თოთხმეტ შეკითხვას, მაგრამ უკანასკნელ, მეთხუთმეტეზე მან დახმარება "ზარი ახლობელთან " გამოიყენა. ჯონმა მამას დაურეკა და პირდაპირი ეთერიდან აცნობა მას, რომ კითხვაზე პასუხი იცის და მხოლოდ იმის შესატყობინებლად დარეკა, რომ მისი შვილი მილიონერი გახდა. მას უნდა დაესახელებინა აშშ-ის პრეზიდენტი, რომელიც ტელესერიალ "ხოხმებში" გამოჩნდა. კარპენტერმა დაასახელა რიჩარდ ნიქსონი და მილიონის მფლობელი გახდა. მოგვიანებით, შოუს საიუბილეო გამოშვებაზე, ის ისევ მიიწვიეს საპატიო სტუმრის რანგში. ჯონმა 250 ათასი დოლარი მოიგო და ისევ ყოველგვარი დახმარების გარეშე.



დევიდ ლეგლერი, 1 765 000 დოლარი



image


დევისი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა გადაცემაში "ვის უნდა მილიონი" მოხვედრას, მაგრამ არ გაუმართლა. სამაგიეროდ ის სხვა შოუში, სახელად "ოცდაერთი" მიიწვიეს, სადაც გაცილებით დიდი პრიზები თამაშდება. დევიდმა შანსი მშვენივრად გამოიყენა: უკან ჩამოიტოვა ექვსი კონკურსანტი და თითქმის ორ მილიონს დაეუფლა.



ეშლი რეჯისტერი, 1 800 000 დოლარი


პროგრამაში ''დუელი" ფლორიდელმა მედიცინის დამ სწორად უპასუხა კითხვაზე:" რა იწონის უფრო მეტს: ერთი გალონი ნავთი, წყალი თუ ზეთი?". ეშლიმ ზუსტად იცოდა ამ კითხვაზე პასუხი და უზარმაზარი თანხის მფლობელიც გახდა.



image


სწორი პასუხია: წყალი, რადგან მისი სიმკვრივე მეტია ნავთისა და ზეთის სიმკვრივეზე.


ედ ტუტანტი - 1 871 000 დოლარი


ტეხასელი ედ ტუტანტი შოუში "ვის უნდა გახდეს მილიონერი?" 2001 წლის იანვარში გამოჩნდა. მას არ გაუმართლა, სწორად ვერ გასცა პასუხი მეთერთმეტე კითხვას და გადაცემა 1000 დოლარით დატოვა, მაგრამ მოხდა სასწაული: ერთ-ერთმა რედაქტორმა აღმოაჩინა, რომ კითხვა, რომელზეც ედი ჩაიჭრა, არასწორად იყო ფორმულირებული. ამიტომ ედი ისევ მიიწვიეს თამაშში მონაწილეობის მისაღებად. იმავე წლის სექტემბერში ედი კვლავ აღმოჩნდა ეთერში. ფინალამდე მისულს პასუხის გაცემა მოუწია კითხვაზე: "რა ესხა ახალგამოგონებულ აეროზოლის ბალონებში, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელ სამხედროებს ურიგებდნენ?" ედის ამ კითხვაზე სწორად გაცემულმა პასუხმა თითქმის ორი მილიონი მოუტანა, რადგან იმ პერიოდში მოთამაშეებს უფლება ჰქონდათ დამატებითი ბონუსების მიღებაზე, რის შესაძლებლობაც მან ხელიდან არ გაუშვა.



image


სწორი პასუხი კი ასეთია: აეროზოლის ბალონებში მწერების საწინააღმდეგო სითხე ესხა.


კევინ ოლმსტედი, 2 180 000 დოლარი


კევინ ოლმსტედიც იმ დროს მონაწილეობდა შოუში "ვის უნდა გახდეს მილიონერი?", როცა ბონუსების მიღება დასაშვები იყო. ამიტომ მოიგო მან ესოდენ დიდი თანხა: 2 180 000 დოლარი. საფინალო კითხვა კი სულაც არ იყო რთული: "ვინ გამოიგონა პირველი ვერტმფრენი, რომელიც მასიურ წარმოებაში ჩაუშვეს?"



image


სწორი პასუხი ასეთია: იგორ სიკორსკი.



ენდრიუ კრავიცი, 2 600 000 დოლარი


2013 წლის შემოდგომაზე იურიდიული ფაკულტეტის 25 წლის კურსდამთავრებულმა ენდრიუ კრავიციმ მონაწილეობა მიიღო ეკრანზე ახალგამოსულ შოუში "მილიონი წამი მილიონამდე", რომლის მონაწილეებსაც ევალებათ საოცარი სისწრაფით გასცენ პასუხი ყველანაირ კითხვებზე: ძველი რომის ისტორიიდან დაწყებული, თანამედროვე შოუბიზნესით დამთავრებული. ენდრიუმ გამოცდა მშვენივრად ჩააბარა. მან ისიც კი იცოდა, რა ერქვა კიმ კარდაშიანის კატას.



image


სწორი პასუხია: მერსი.



კენ ჯენინგსი- 2 180 000


კენ ჯენინგსი მეორე ადგილზეა ტელეშოუებში მოგებული თანხის ოდენობის მიხედვით. მიიღო რა მონაწილეობა ტელეთამაშში Jeopardy!, მან 74 ტურს გაუძლო და საერთო ჯამში 3 მილიონზე მეტი მოიგო. ფინალში მას მოუწია გაეხსენებინა ერთადერთი სპორტსმენი ქალის გვარი, რომელმაც ერთ ოლიმპიადაზე მედალი ერთბაშად ხუთ დისციპლინაში მოიგო. კენმა სწორი პასუხი გასცა და სამართლიანად მოიგო მსხვილი თანხა.



image


სწორი პასუხია: მარიონ ჯონსი.



ბრედ რუტერი - 4 455 102 დოლარი


ბრედ რუტერი ბავშვობიდანვე იყო ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონი ჯერ თავის სკოლაში, პენსილვანიაში, შემდეგ კი ქვეყნის მასშტაბით. ამერიკულ შოუ Jeopardy! -ში ის პირველად 2001 წელს გამოჩნდა და დაიწყო წაუგებელი თამაშების სერია, რამაც მას საერთო ჯამში 4 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა. უკანასკნელად ბრედი ეკრანზე 2014 წელს გამოჩნდა ტელეშოუში "ათწლეულის ბრძოლა", რომელმაც მას კიდევ ერთი მილიონი დაუმატა. ფინალური კითხვა, რომელზეც რუტერმა სწორი პასუხი გასცა, ასე ჟღერდა: "დაასახელეთ აშშ-ის ორი სახელმწიფო მდივანი, რომლებსაც ეს პოსტი 160 წლის დაშორებით ეკავათ და რომლებიც არასოდეს არ ყოფილან დაქორწინებული".



image


რუტერის პასუხი შემდეგი იყო: "ჯეიმს ბიუკენენი და კონდოლიზა რაისი".



რაც შეეხება ქართულ ტელესივრცეს, პირველი ადამიანი, ვინც დიდი თანხა მოიგო, გახლდათ მანანა მაისურაძე, რომელმაც გაიმარჯვა დუტა სხირტლაძის ტელეშოუში "ვის უნდა 20 000" . ტელეკომპანია ''იმედზე'' გასულ გადაცემაში "ცოდნა ფულია" რამდენიმე ადამიანმა მოიგო სერიოზული თანხა; მათ შორის იყვნენ დავით პაქსაშვილი და ლაშა სამჭკუაშვილი.



2
327
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
327
  
2018, 11 მაისი, 12:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 7 მაისი, 12:40
კარგი იყო, მანჩო.
0 1 2