x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138344
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512018
5 ყველაზე შემზარავი საბჭოთა მანიაკი და სერიული მკვლელი ანდრეი ჩიკატილომდე




ვასილი კომაროვი



ვასილი კომაროვი(ნამდვილი გვარი პეტროვი)-პირველი უტყუარი სერიული მანიაკი საბჭოთა კავშირში.


მისი "მოღვაწეობა" ნეპის პერიოდში დაიწყო. მთლიანობაში 33 ადამიანი მოკლა "შაბოლოვკელმა მგუდავმა"

image

დაიბადა ვიტებსკის გუბერნიაში 1877 წელს, გარშემო სულ ალკოჰოლიკიები ჰყავდა, მშობლებით დაწყებული და დედმამიშვილებით დამთავრებული.თვითონაც 15 წლიდან დაიწყო სმა. შემდეგ არმიაში იმსახურა, რუსეთ-იაპონიის ომის დროს შორეულ აღმოსავლეთში მოხვდა, სადაც ბლომად ფული იშოვა, იქვე დაქორწინდა და ცოლთან ერთად მოგზაურობაში დახარჯა ფული.


შემდეგ სახმედრო საწყობში მოეწყო სამუშაოდ, გაქურდა და ციხეში უკრეს თავი, სანამ ციხეში იყო ცოლი ქოლერით გარდაეცვალა.

image

საპყრობილედან განთავისუფლების შემდეგ რიგაში გადასახლდა, იქვე შეირთო მეორე ცოლი, პირველი მსოფლიო ომი როდესაც დაიწყო ვოლგისპირეთში გადასახლდა, ხოლო ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ წითელი არმიის რიგებში ჩაეწერა.ისწავლა წერა-კითხვა და ოცმეთაურიც კი გახდა.ტყვედ ჩავარდა გენერალ დენიკის არმიაში, ჩამოხრჩობას გადარჩა იმიტომ, რომ სახელის შეცვლა მოახერხა და პეტროვის მაგივრად კომაროვი გახდა.


1920 წლიდან კომაროვი ოჯახთან ერთად მოსკოვში დასახლდა შაბოლოვკის ქუჩაზე, მეეტლედ დაიწყო მუშაობა, თან პარალელურად ქურდობდა და ნაქურდალს ბაზარში ყიდდა.

image

1921 წლიდან კი მკვლელობებზე გადავიდა, სქემა ერთი იყო:კლინეტს რაიმე ნივთს გასაყიდად სტავაზობდა, მიჰყავდა სახლში, ჯერ არაყს ასმევდა, შემდეგ თავში ჩაქუჩს ურტყავდა ან გუდავდა, გვამს ტომარაში დებდა, ზოგს იქვე ახლოს მიტოვებულ სახლში მალავდა, ზოგს მდინარე მოსკოვში აგდებდა.


აღსანიშნავია, რომ ცოლიც აქტიურად იყო ამ საქმეში ჩართული.


მილიციამ 1923 შეძლო დამნაშავის კვალზე გასვლა, დაკავების შემდეგ კომაროვი საოცრად ცინიკურად იქცეოდა, იგი ერთი წამითაც არ ნანობდა ჩადენილ საქციელს, დიდი სიამოვნებით ჰყვებოდა მკვლელობის დეტალებს, თან ამბობდა, რომ ვინც მოკლა ყველა ღირსი იყო, რადგან სპეკულანტები იყვნენ, პატიოსან ხალხს არ ერჩოდა.სასამართლო -სამედიცინო ექსერტიზამ კომაროვს ალკოჰოლიკ-ფსიქოპატის და დეგენერატის დიაგნოზი დაუსვა.

იმავე 1923 წელს კომაროვი და მისი ცოლი დახვრიტეს.


ალექსანდრე ლაბუტკინი



წარმოსადეგი და შთამბეჭდავი ახალგაზრდა, ყოველთვის კოპწიად ჩაცმული, შავი პიჯაკი და ფართო შლაპა მისი გარდერობის საყვარელი ატრიბუტი იყო, განსაკუთრებული შარმს ის მატებდა, რომ ახალგაზრდას მარცხენა ხელი აკლდა, მარჯვენაში კი სულ რევოლვერი ეჭირა, რომლითაც 15 კაცი მოკლა 1, 5 წელიწადში.

image


დაიბადა 1910 წელს პეტერბურგში.20-იანი წლების ბოლოს ჯერ იარაღის ქარხანაში მუშაობდა, 1930 წელს პროფესია შეიცვალა, მისი დავალება იყო დიდი კუნძების ასაფეთქებლით დაჩეხვა, ერთხელ დეტონაცია ადრე მოუვიდა, რის შემდეგაც მარცხენა ხელი დაკარგა.


ხელის დაკარგვის შემდეგ ოხტინსკის დენთის ქარხანაში მოეწყო სამუშაოდ.სერიული მკვლელის "კარიერა" 1933 წლის 30 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ლაბუტკინმა ჩაიდო რევოლვერი, სოკოს მკრეფავივით გამოეწყო და ქარხნის უკან მდებარე ტყეში გაეშურა ადამიანებზე სანადიროდ. გზად ხუთკაციანი კომპანია შეხვდა-ორი კაცი და სამი ქალი, ოთხი ადგილზე მოკლა, ხოლო ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.


მეორე რეისი ტყეში მანიაკმა სამი თვის შემდეგ განახორციელა.1933 წლის 2 დეკემბერს მოკლა ორი ადამიანი, შემდეგი იყო 1934 წლის 11 აპრილი, მორიგი მსხვერპლი ხანშიშესული ზეინკალი აღმოჩნდა, რომელსაც მკვლელობის შემდეგ ოქროს კბილები დააცალა.

ამის შემდეგ დადგა ხანგრძლივი პაუზა, სანადიროდ მხოლოდ 1934 წლის 13 ნოემბერს გავიდა, ამჯერად მსხვერპლი ორნითოლოგი აღმოჩნდა, ხოლო ნადავლი ფრინველებით სავსე გალია.


1935 წლის 11 იანვარს ლაბუტკინს მძლავრი რეციდივი დაეწყო, ორი საათის განმავლობაში მოკლა ტყეში მშვიდად მოსეირნე ორი ოჯახური წყვილი, ერთი თვის შემდეგ კიდევ ერთი ადამიანი მოკლა.


1935 წლის 18 მარტს თავს დაესხა ცოლ-ქმარს, მამაკაცი ადგილზე მოკლა, ხოლო მძიმედ დაჭრილი ქალი გადარჩა, სწორედ მან ამოიცნო ლაბუტკინი.


მალე ალექსანდრე ლაბუტკინი დააკავეს, მასთან ერთად დააკავეს მისი ცოლი მარიაც, რომელიც 1935 წლიდან ქმარს ეხმარებოდა მკვლელობების განხორციელებაში, მისი მოვალეობა იყო მსხვერპლის ყურადღების მოდუნება.


ლაბუტკინი დახვრიტეს, ხოლო მისი ცოლს მარიას და კიდევ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც დანაშაულის დაფარვა დაედოთ ბრალად ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯათ.


ვლადიმერ ვინიჩევსკი



ვინიჩევსი-ყველაზე ახალგაზრდა სერიული მკვლელი და მანიაკი საბჭოთა კავშირის ისტორიაში.მკვლელობები 15 წლის ასაკიდან დაიწყო, სწორედ ამის გამო მისი დაკავება დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა, გამოძიებისთვის წარმოუდგენელი იყო ის ფაქტი, რომ პატარა გოგო-ბიჭებს მოზარდი კლავდა.

image


დაიბადა 1923 წელს სვერდლოვსკში შეძლებულ ოჯახში, ბავშვობიდან არაფერი აკლდა, რაც მოესურვებოდა ყველაფერი ჰქონდა, ჯიბის ფულიც კი, როდესაც დააკავეს 20 მანეთი ედო, რაც იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა იყო არა თუ მოზარდისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანისთვისაც.


მკველელობის მომზადებისთვის არამზადა მოზარდს გამომგონებლობა არ აკლდა, იგი ეზოებში დადიოდა და იგონებდა ლეგენდას, თითქოს კომკავშირის დავალებით პიონერთა რიგებში ჯართის შეგროვების ორგანიზება ჰქონდა დავალებული, იპოვიდა რა მსხვერპლს, საწყალი ბავშვი მოტყუებით გაჰყავდა უახლოეს ტყეში და მხეცურად აწამებდა, იყო შემთხვევები, როდესაც ვინიჩევსკი თავხედურად პირდაპირ ეზოში ან საცხოვრებელი სახლის მახლობლად ჩადიოდა მკვლელობას.

image

მას არც ეშმაკობა აკლდა, ცბიერი მოზარდი კვალის არევის მიზნით სხვადასხვა ქალაქებში დადიოდა, მაგალითად ერთი თავდასხმა ნიჟნი ტაგილში ჩაიდინა, მეორე კუშვეში, ახალგაზრდა მანიაკი პედანტური და ფრთხილი იყო, ჩადენილი სიმხეცის აღრიცხვას აწარმოებდა, ნუმერაცია დაშიფრული ჰქონდა, ხოლო მკვლელობის გეგმას წინასწარ ფურცელზე ადგენდა.

image

მანიაკმა 8 ბავშვი მოკლა, ძირითადი ასაკი 2-დან 4 წლამდე იყო, მთლიანად 18 თავდასხმა მოაწყო.ამათგან 3 წლის ალია გუბინა გააუპატიურა კიდეც.


საქმე სრულიად შემთხვევით გაიხსნა 1939 წლის 24 ოქტომბერს, მილიციის სკოლის კურსანტებმა შემაჩნიეს მოზარდი, რომელიც ტრამვაიდან ჩამოვიდა პატარა ბავშვთან ერთად, დაეჭვდნენ და მოზარდს უკან ჩუმად გაჰყვნენ, კურსანტები იმ დროს წაადგნენ თავზე ვინიჩევსკის, როდესაც ბავშვს გუდავდა.

image

დაკავების შემდეგ მშობლებმა გაიგეს შვილზე თუ რა ამაზრზენ მხეცობებს ჩადიოდა, მასზე უარი თქვეს და მოითხოვეს მისი სიკვდილით დასჯა.


1940 წლის 16 იანვარს ვინიჩევსკის სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიესაჯა.




ვლადიმერ იონესიანი



დაიბადა 1937 წელს თბილისში, ვლადიმერი ბავშვობიდანვე კარგად მღეროდა, მუსიკალური სასწავლებლის შემდეგ ნიჭიერი, მომავლის პერსპექტივის მქონე მუსიკოსი ულაპარაკოდ ჩაირიცხა თბილისის კონსერვატორიაში 1955 წელს.

image

მაშინ ნამდვილად არავინ იფიქრებდა, რომ ნიჭიერი სტუდენტი მომავალში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი გახდებოდა საბჭოთა კავშირის ისტორიაში.


1954 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, არსებობს ვარაუდი, რომ იმავე წელს ძარცვისთვის დააპატიმრეს და პირობითად მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.(თუმცა ეს ფაქტი დადასტურებული არ არის)1959 წელს ჯარში გამოიძახეს, მაგრამ მან სამხედრო კომისარიატში განაცხადა, რომ არ შეუძლია ჯარში მსახური, რადგან "ნერვიული შეტევები ჰქონდა", გააგზავნეს თბილისის № 1 საავადმყოფოში კვლევაზე, სადაც ექიმებმა დაადგინეს, რომ მისი ჯარში მსახური არ შეიძლებოდა.

image

ოინესიანმა კონსერვატორია მიატოვა, დაქორწინდა თანაკურსელ მედეაზე და საცხოვრებლად ორენბურგში გადავიდა, სადაც ადგილობრივ თეატრში მუშაობა დაიწყო როგორც სოლისტმა.იქვე გაიცნო ბალეტის მოცეკვავე ალევტინა დმიტრიევა. მას ყურებამდე შეუყვარდა ქალი, სწორედ მისი გულისთვის ჩაიდინა მკვლელობები, საქმე იმაშია, რომ ორენბურგის თეატრი უკმაყოფილო იყო დმიტრიევას მუშაობით და მის განთავისუფლებას აპირებდა, იმის შიშით, რომ ქალი არ დაეკარგა და მისი ყურადღება დამესახურებინა, იონესიანმა დიმიტრევას მოატყუა, რომ პარალელურად მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, (КГБ)მას ფართო კავშირები ჰქონდა და შეპირდა მოსკოვის დიდ თეატრში მოგაწყობ პრიმა -ბალერინადო.

იონესიანმა მიატოვა მეუღლე და შვილი და 1963 წელს დმიტრიევასთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ მოსკოვში გადავიდა


სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი მკვლელობათა სერიები.იგი ბინებში შედიოდა, როგორც "მოსგაზის" თანამშრომელი.



პირველი მკვლელობა განახორციელა 1963 წლის 20 დეკემბერს. მსხვერპლი 12 წლის კონსტანტინ სობოლევი იყო. მკვლელმა ბინიდან წამოიღო ტანსაცმელი, 60 რუბლი, ოდეკოლონი და პლაჟის სათვალეები.

1963 წლის 25 დეკემბერს დმიტრიევასთან ერთად მიდის ქალაქ ივანოვოში, სადაც ერთბაშად ორი მკვლელობა ჩაიდინა. ქალაქ ივანოვოში, კალინინის ქუჩაზე შედის ერთ-ერთ ბინაში და ნაჯახით კლავს 12 წლის მიხეილ კულეშოვს. ბინიდან წამოიღო წვრილმანები. ოქტომბერის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში მოკლა 74 წლის ქალი. დაბრუნდა კალინინის ქუჩაზე და კვლავ დაიწყო სახლების შემოვლა. „მოსგაზის“ სახელით შევიდა ბინაში, სადაც 15 წლის გოგონა გალინა პეტროპავლოვსკაია ჯერ გააუპატიურა და შემდეგ ნაჯახით ორი დარტყმა მიაყენა, გოგონა გადარჩა და მოახერხა თავდამსხმელის გარეგნობის აღწერა. დეკემბერში მოსკოვში იონესიანმა მოკლა 11 წლის ალექსანდრ ლისოვეცი. მკვლელი ისევ და ნაჯახით მოქმედებდა. თავის უკანასკნელი დანაშაული იონესიანმა ჩაიდინა 1964 წლის 8 იანვარს ქალაქ მოსკოვში. მსხვერპლი იყო 46 წლის ქალი სახელად მარია ერმაკოვა. „მოსგაზმა“ მას თითქმის 20-ჯერ მიაყენა დარტყმა ნაჯახით. სახლიდან წამოიღო 30 რუბლი, ტელევიზორი და სხვა ნივთები.

image

უბნის მაცხოვრებლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ მკვლელობის დღეს დაინახეს მამაკაცი, რომელიც შერემეტიოვოს ქუჩიდან ტელევიზორით ხელში სატვირთო მანქანით გაემგზავრა. სულ მალე შეპკინის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ მის მეზობლად სახლობს მამაკაცი, რომელმაც ახლახან მოიტანა ტელევიზორი. მილიცია მივიდა დანიშნულების ადგილზე და სახლი, სადაც "მოსგაზი" იმყოფებოდა ალყაში მოაქცია. თუმცა მილიციამ „მოსგაზის“ ნაცვლად მისი საყვარელი ალევტინა დმიტრიევა აღმოაჩინა. იონესიანი იმ მომენტისთვის სახლში არ იმყოფებოდა. დმიტრიევამ აღიარა, რომ იონესიანი ქალაქ ყაზანში გაემგზავრა და მას ყაზანის სადგურზე უნდა შეხვედროდა. პოლიციამ მოიფიქრა გეგმა, დმიტრიევას ნაცვლად შეხვედრაზე . გრიმში გამოწყობილი შსს-თანამშრომელი ქალი გააგზავნა.

1964 წლის 12 იანვარს ყაზანის სადგურის ბაქანზე ვლადიმერ იონესიანი დააკავეს.


ამბობენ, რომ პროკურორმა რუდენკომ პირადად კაბინეტში მიუყვანა ხრუშჩოვს ოანესიანი, გენერალური მდივანი რამდენიმე წამი ზიზღით აკვირდებოდა მანიაკს შემდეგ კი ჩაილაპარაკა:"ორ კვირაში, რომ მისი ხსენებაც არ იყოს"


ოანესიანი 1964 წლის 31 იანვარს დახვრიტეს, მის საყვარელს ალევტინა დმიტრიევას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


გენადი მიხასევიჩი



გენადი მიხასევიჩი იყო სანიმუშო მოქალაქე“საზოგადოების აქტიური წევრი, წესიერი მეოჯახე და წარმატებული მშრომელი, ამასთანავე მიხესევიჩი მილიციას ეხმარობოდა, ჩაწერილი იყო სახალხო დრუჟინაში და ქუჩებს ინსპექტირებას უკეთებდა.ვერავინ წარმოიდგენდა რომ სინამდვილეში კომპარტიის წევრი და სანიმუშო მოქალაქე სერიული მკვლელი -მანიაკი იყო, რომელმაც 38 ქალი მოკლა.


image


მისი მოტივი იყო შურისძიება და სხვა არაფერი, მიხესევიჩი კლავდა ყველა ქალს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ხშირად დასცინოდნენ სიმორცხვის, უენობის და გულჩათხრობილი ხასიათის გამო.


დაიბადა ვიტებსკის ოლქში 1947 წელს.პირველი მკვლელობა 20 წლის ასაკში, 1971 წლის 14 მაისს ჩაიდინა, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ შეყვარებულმა უკუაგდო, მიხასევიჩმა თავის ჩამოხრჩობა გადაწყვიტა საკუთარ ეზოში, აიღო სარეცხის თოკი და მარყუჟი გაამზადა, თუმცა გამბედაობა არ ეყო და თავის მოკვლის ნაცვლად იქვე ჩავლილი გოგონა გაგუდა.

image

ამის შემდეგ მკველელობისთვის მიხესევიჩი საკუთარ "ზაპოროჟეცს" იყენებდა, შეამჩნევდა რა პოტენციურ მსხვერპლს, უკაცრიელ ადგილზე გაჰყავდა, ჯერ აწამებდა სხვადასხვა მეთოდით, შემდეგ კი კლავდა.როგორც მოგვიანებით მიხესევიჩმა აღიარა, ყოველი მკვლელობის შემდეგ "სულიერი სიმშვიდე ეუფლებოდა."

მანიაკს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ, ძებნაში თვით მიხესევიჩიც მონაწილეობდა, რომელიც "საფუძვლიანად ამოწმებდა" ყველა წითელ ზაპოროჟეცს.

წლების განმავლობაში მიხესევიჩის ნაცვლად დააკავეს 14 ადამიანი, მათ შორის ერთი დახვრიტეს, მეორე ციხეში დაბრმავდა, ხოლო დანარჩენებმა სხვადასხვა ვადით მოიხადეს სასჯელი.

image

იმისთვის რომ სამართლადამცავებისთვის კვალი აერია, მიხესევიჩი გამოგონილი ფაშისტური ორგანიზაციის, - "ვიტებსკის პატრიოტების" სახელით ადგილობრივი გაზეთების რედაქციებში წერდა ანონიმურ წერილებს, თითქოსდა ისინი საბჭოთა სისტემას ებრძოდნენ და ქალების მკვლელობებს საკუთარ თავზე იღებდნენ, ერთი ასეთი წერილი მიხესევიჩმა მორიგ მსხვერპლს პირში ჩასჩარა.სწორედ თავის ექსტავაგანტულ ფანტაზიებმა და "კვალის არევამ" "დაწვა" მიხესევიჩი.იგი კალიგრაფიით ამოიცნეს .იგი 1985 წლის 9 დეკემბერს დააკავეს, ხოლო 1987 წელს დახვრიტეს.

imageსხვა კრიმინალური ამბები იხილეთ აქ

0
1177
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0