მსოფლიო "ჩვენ გავხსნით პანდორას ყუთს,ეს კი ბირთვულ ომამდე მიგვიყვანს"-ემანუელ მაკრონი 2018, 6 მაისი, 23:52 საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს არ გააუქმოს ირანთან ბირთვული გარიგება.
მისი თქმით, აშშ-ს ასეთმა ქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს ომი-წერს გერმანული გაზეთი "Deutsche Welle."
"ჩვენ გავხსნით პანდორას ყუთს, ამან კი შეიძლება მიგვიყვანოს ომამდე"- წერს გერმანული ყოველკვირეული გაზეთი.
ამავდროულად საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა: - "მას არ სჯერა, რომ ტრამპს უნდა ომი."
შეგახსენებთ, რომ ტრამპი მოითხოვს ირანთან ბირთვული გარიგების გაუქმებას, რომელიც მიღწეულ იქნა ობამას პრეზიდენტობის დროს. ამ გარიგების თანახმად ირანმა ბირთვული პროგრამა შეამსუბუქა, ხოლო დასავლეთმა მოუხსნა მას სანქციები ნავთობზე. რუსეთის ფედერაცია და ევროპა წინააღმდეგია ამ გარიგების გაუქმების.ასეთ შემთხვევაში ამერიკა მარტო განახორციელებს სანქციის პაკეტის რეალიზებას. ემანუელ მაკრონმა ჯერ კიდევ გასული თვის ბოლოს გააფრთხილა ამერიკა არ გააუქმოს ბირთვ ული გარიგება ირანთან. 174 1-ს მოსწონს
|