საზოგადოება აეროპორტში მგზავრს 50 პატარა ნიანგი ჩამოერთვა 2018, 5 მაისი, 12:00
ერთერთ საერთაშორისო მგზავრს, რომელიც პატარა ნიანგების ტრანსპორტირებას ცდილობდა, ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ბრიტანელმა მესაზღვრეებმა 50 ნიანგი ჩამოართვეს. ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, ერთი წლის ასაკის 50 რეპტილია მალაიზიის რეისით ჩამოიყვანეს. ნიანგების ჩამორთმევის მიზეზი მათი ტრანსპორტირების წესის დარღვევა გახდა – ოთხი ნიანგისთვის განკუთვნილ თითოეულ ყუთში ათი რეპტილია იყო მოთავსებული. ადგილის უკმარისობის გამო, ერთ-ერთი ცხოველი მოკვდა.
115 შეფასება არ არის
|