x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
როგორ მოვამზადოთ საუკეთესო ვაშლის ძმარი
image

ვაშლის ძმარი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და უნივერსალური პროდუქტია, რომელიც შეიცავს უამრავ სამკურნალო თვისებებს.


იგი ძალზედ პოპულარულია და ხშირად გამოიყენებენ ისინი ვისაც წონაში დაკლება სურს.



თუმცა, ორგანულ ვაშლის ძმარს სუპერმარკეტებში ადვილად ვერ მიაგნებთ. სწორედ ამ მიზეზით სტატიაში გაეცნობით იმ მეთოდს რომლის მეშვეობითაც მოამზადებთ 100%-ით ნატურალურ ორგანულ ვაშლის ძმარს.



თქვენ დაგჭირდებათ:


1კგ ვაშლი
მინერალური წყალი
3 სუფრის კოვზი შაქარი
1 პატარა ნაჭრის ქსოვილი


ინსტრუქცია:
გარეცხეთ ვაშლი. დაჭერით პატარა ნაწილებად და განათავსეთ კონტეინერში. დაამატეთ შაქარი და წყალი. შემდეგ კონტეინერს გადააფარეთ ქსოვილი, მოუჭირეთ მას რეზინის ძაფი და შეინახეთ ბნელ ადგილას 15-დან 26 გრადუსამდე 5 ან 6 კვირის განმავლობაში.



ამ დროის განმავლობაში ვაშლი გაჯანსაღდება. შემდეგ სითხე გადმოწურეთ და ახალი წყლით ჩაანაცვლეთ. დატოვეთ ისევ 3 დღე იგივე მდგომარეობაში.


მზად არის!


თქვენ შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ იგი ყოველდღიურად და ისარგებლოთ მისი უამრავი უპირატესობით.

0
194
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0