x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
დავით დევდარიანი - მეოთხე დონის კონტაქტი უცხოპლანეტელებთან
დავით დევდარიანი


დავით დევდარიანი საქართველოში და კავკასიაში უნიკალური შემთხვევის წყალობით ერთადერთი ცნობილი ადამიანია, ვისაც მეოთხე დონის კონტაქტი ჰქონდა უცხოპლანეტელებთან. დავითი წაიყვანეს არაამქვეყნიურმა არსებებმა და შემდეგ კვლავ უკან დედამიწაზე დააბრუნეს. სხეულზე მას მართლაც აღენიშნება რამდენიმე უცნაური იარა.


ეს შემთხვევა 1987 წელს მოხდა. მთაწმინდაზე. როდესაც ის მიდიოდა გზაზე მანქანით, მანქანა გაფუჭდა. ერთიანად ჩაქრა და მისი დაძვრა ვეღარ მოახერხა. როგორც დავითმა განაცხადა, რაღაც უნდა მომემოქმედა ამიტომ მანქანიდან გადმოვედი და ვიგრძენი, რომ მე ჩემს თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, თავს აღარ ვეკუთნოდიო. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მან განაცხადა:


"ჩემი პირველი შეხვედრა მათთან სწორედ ამ დროს შედგა - მე დავინახე 2, 50-დან 3 მეტრამდე სილუეტები მაღალი ადამიანებისა. იყო ღამის საათები. ეს არ იყო ჰალუცინაცია. მოხდა ხელით შეხება, საუბარი, მათ გამზომეს, გამსინჯეს, რენტგენიც დამასხივეს და ეკრანზე ჩემს სხეულს ვხედავდი თუ როგორ გააშუქეს. თავიდან მე მათ რეაქციაზე შევატყვე, რომ ისინი მელოდებოდნენ. ეს არ იყო შემთხვევითი შეხვედრა. მე ისიც ვკითხე მათ - რატომ მე? პირველად საუბრობდნენ თავის ენაზე, რომელიც ჩემთვის სრულიად გაურკვეველი იყო. შიშის გრძნობა მომიხსნეს. პირველად როდესაც მივუახლოვდი და გამომელაპარაკა მე ის საუბარი ქართულად აღვიქვი. გავიგე რასაც მეუბნებოდა. მაგრამ არ ვიცი ის ქართულად მელაპარაკებოდა თუ ჩემს გონებაში ითარგმნებოდა ჩემთვის გასაგებად. ის აშკარად ბაგეებს ამოძრავებდა და ისე მესაუბრებოდა. მან მითხრა: შენ ჩვენ გვჭირდები, ჩვენი მისაა, რომ შევისწავლოთ თქვენი პლანეტა, თქვენი ცხოვრების ნირი, თქვენი ყოფიერება. ჩვენ უკვე ბევრი რამ ვიცით თქვენზე, მაგრამ ერთეულებთან ურთიერთობას ისევ განვაგრძობთ. ისეთ ინდივიდებთან, რომელიც ჩვენ გვჭირდება და ვისი მეშვეობითაც მეტ ინფორმაციას ვიღებთ." მიუხედავად ასეთი საოცარი მოვლენისა რაც ჩემს თავს ხდებოდა ისიც კი მახსოვდა, რომ მაგვიანდებოდა და აუცილებლად უნდა მალე წავსულიყავი სახლში. მან მიპასუხა რომ შენ შეგიძლია დარეკო სახლში და გააფრთხილო, რომ გაგვიანდებაო. საინტერესო ისაა, რომ მაშინ 1987 წელი იდგა. მე ვუთხარი რომ აქედან ვერ დავრეკავ, მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო გამოგონებული. მან მიპასუხა - არაუშავს, შენ დარეკავ. ამ დროს ერთ-ერთი წავიდა. თვალი გავაყოლე, ბილიკი გაიარა ტყეში და მაშინ დავინახე, რომ ჩემგან დაახლოებით 50 მეტრში იჯდა მათი ხომალდი. იყო მრგვალი, დაახლოებით ისეთი ორი თეფში რომ ერთმანეთს დაადო. იდგა ფეხებზე, გარშემო ილუმინაციით. ეს ჰუმანოიდი ავიდა ხომალდში, ჩამოიტანა რაღაც მოწყობილობა, მომიტანა და მითხრა, აქედან შეგიძლია დარეკო და გააფრთხილო, რომ გაგვიანდებაო. მე ნომერი ავკრიფე, ზარიც გავიდა, მაგრამ არავინ აიღო. როგორც შემდგომში გავარკვიე, სახლში რომ მივედი ვიკითხე და იმ მომენტში გასულები იყვნენ, არ ვიყავით სახლში მაგ დროსო ოჯახის წევრებმა მითხრეს.



შემდეგ ვკითხე თუ საიდან მოდიოდნენ და არსებებმა მითხრეს რომ ჩვენ მოვდივართ შორიდან, სხვა გალაქტიკიდან, არ ვართ თქვენი მზის სისტემიდან, ამიტომ თქვენ ჩვენმადე ვერ მოხვალთ, ვინაიდან ძალიან შორს ვართ და არც იოცნებოთ ჩვენამდე მოსვლაზეო. შემდეგ დამემშვიდობა და მითხრა რომ ახლა მივდივართ, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდებითო.


სულ 21 შეხვედრა მქონდა. აქედან ზოგიერთი იყო მხოლოდ საუბარი, ზოგჯერ ხდებოდა შეხებაც. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ჩამიტარეს ოპერაციები. ეს შეხვედრები ხდებოდა როგორც ჩემს საკუთარ სახლში, ასევე ქუჩაში, ჩემი მანქანით მიმავალ გზაზე, სამსახურში და მეტროში. მეტროში შეხვედრა ასე მოხდა: ქალაქში მოძრაობისას, როდესაც ჩავედი მეტროში მე დავინახე ის ჰუმანოიდი. მე მივხვდი რომ ის არაა ადამიანი უცნაური გარეგნობით და ჩაცმულობით. ამ დროს ის უკვე არ იყო პირველი შეხვედრისას ნანახი მაღალი ჰუმანოიდების მსგავსი სიმაღლის, ნორმალური სიმაღლის იყო და დავიწყეთ საუბარი. მითხრა, რომ ახლა შენ გარდა მე ვერავინ მხედავსო.


რაც შეეხება ოპერაციის შემთხვევას: ვიღვიძებ, უკვე ვფხიზლდები, აზრზე მოვდივარ და თავი ამოვყავი თეთრი სინათლით განათებულ ოთახში და ვწევარ საოპერაციო მაგიდაზე. როგორ ავედი იქ და როგორ მოვხვდი ასეთ მდგომარეობაში, ვინ დამაწვინა, არაფერი მახსოვს. ოთახი გავს სამედიცინო ლაბორატორიას, ჩემ გარშემო ტრიალებს 4 მამაკაცი. შემდეგ მოდის ჩემთან და ერთ-ერთი ამათგანი (ქართულად მესმის საუბარი) მეუბნება: "შენ ახლა ჩვენთან ხარ. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ყველაფერი ვიცით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგად იყო." შემდეგ გამიკეთეს რაღაც სანარკოზო საშუალება და გავითიშე და შემდეგ აღარაფერი მახსოვს. როდესაც გამოვხიზლდი, გავახილე თვალები და უკვე ჩემს მანქანაში ვიჯექი. აღმოვჩნდი თბილისის ზღვაზე. იქიდან რა გზა გამოვიარე და როგორ წამოვედი მე არ მახსოვს. არც ის ვიცი ის პალატა სად იყო და მაშინ სად ვიმყოფებოდი ტერიტორიულად. მაგრამ ყველაფერი ცხადად და კარგად მახსოვს ეს ოთახიც, ეს საუბარიც. იმ დღეს როდესაც უკვე დამვშვიდდი, აზრზე მოვედი და მახსოვს თუ სად ვიყავი და რაც მოხდა, ჩავიხედე სარკეში თავის მოსაწესრიგებლად და დავინახე, რომ სახაზე, ლოყაზე ძალიან დიდი ნაოპერაციები შრამი მქონდა. როცა ეს დავაფიქსირე, შემდეგ ტანსაცმლის გამოცვლა დავიწყე და შევამჩნიე მუცელზე, კუჭთან ნაოპერაციები. მეგონა შრამები დამრჩებოდა მაგრამ გამაოცა იმან, რომ ორივე შრამი მეორე დღესვე გაქრა. (კარგი ისაა, რომ მან ფოტო იმ დღესვე გადაუღო ამ შრამებს და ეს ფოტო დღემდე აქვს, რაც ერთ-ერთი კარგი დამამტკიცებელი საბუთია).


ამის შემდეგ კიდევ იყო ოპერაცია ხელზე. მეოთხე შეხვედრის დროს ხელზე გამიკეთეს ოპერაცია. ეს უკვე თვითონ იმ ხომალდში მოხდა. ამიყვანეს, დამსვეს და მითხრეს ხელი მაჩვენეო. გავუწოდე ხელი, ამაწევინა ტანსაცმელი მარცხენა ხელზე, მოიტანა რაღაც მოწყობილობა, რაც მე ვერ დავადგინე ზუსტად რა იყო, და გამიკეთა უკონტაქტოდ, შეუხებლად მოხდა ხელის გაჭრა. როგორც კალამი ისე ეჭირა ხელში რაღაც დანადგარი, ხელზე წაუსვა რაღაც მალამოს მსგავსი, შემდეგ ეს ხელსაწყო, რომელიც კალმის ფორმის იყო, დაახლოებით 8 - 10 სანტიმეტრის, ჩამოატარა ხელს ისე რომ არ შეხებია მისი წვერით და ჩემი თვალით ვუყურე როგორ იხსნებოდა კანი. ზუსტად ამ შემთხვევის შემდეგ წავედით დამწვრობის ცენტრში. ექიმ ბესიკ იაშვილთან და ათკაციანი სამედიცინო კომისია იკვლევდა თუ რა იყო და როგორ. სამედიცინო დასკვნა არსებობს, რომ ამა და ამ დროს ასეთი პაციენტი შემოვიდა კლინიკაში გასასინჯად, საქმეში დაფიქსირებულია, რომ იყო ნაოპერაციები ადგილი, იყო შრამი, მაგრამ ვერ დაასკვნეს თუ რით გაკეთდა ოპერაცია, თუ რა ქირურგიული ხელსაწყო იქნა გამოყენებული. მეორე დღეს ეს შრამიც წინა შემთხვევებივით, უკვალოდ გაქრა. სულ ამგვარი მცირე ოპერაციები 4-ჯერ განხორციელდა ჩემზე. დაახლოებით 2006 წლიდან შეხვედრები შეწყდა, თუმცა მიზეზი არ ვიცი.


ძალიანაც არ განვიცდი ამას, მაგრამ ალბათ ისევ მოვლენ. მათგან შევიძინე ბევრი ისეთი თვისება, რომლის გამოყენებაც ჯერჯერობით არაა საჭირო და მითხრეს რომ არც გამომეყენებინა. შემიძლია გარკვეულწილად ადამიანებზე ზემოქმედება, შემიძლია მათი მომავლის განჭვრეტა, მე შემიძლია ზუსტად ვუთხრა ადამიანს რა ტკივა, რა აწუხებს, ისიც შემიძლია ვთქვა როდის გარდაიცვლება ადამიანი. ამას ნებისმიერ მომენტში გამოვთვლი, მაგრამ თქმის უფლება არ მაქვს. ისიც ვიცი მე რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ არც ამის თქმაა საჭირო. არის ისეთი ინფორმაციებიც, რომელიც მე არ მითქვამს და ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციებია. "




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
574
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
574
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0