კულტურა ფოტოგრაფმა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანების სილამაზე გამოავლინა 2018, 2 მაისი, 23:18 "შერეული" (Mixed) პროექტია უკრაინული ჟურნალისთვის - TheNorDar და წარმოაჩენს იმ ადამიანების სილამაზეს, რომლებსაც რამდენიმე განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობა აქვთ.
წელიწადნახევრის განმავლობაში ჟურნალი ამ ადამიანებთან ფოტოსესიებს მართავდა და ინტერვიუებს იღებდა მათგან. ფოტო-შედეგები კი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გამოფენაც მოეწყო. სტატიაში გთავაზობთ პროექტის ყველაზე აქტუალურ ფოტოებს. ისიამოვნეთ! ფესვები: კორეული, უკრაინული, რუსულიქმარი: არტიომ კიმი, STB-ის დირექტორი. კორეული წარმოშობის. მისი ოჯახი უკრაინაში ცხოვრობდა. ცოლი: მავა კიმი, ბავშვთა ანიმაციური სტუდიის "KEKS"-ის დირექტორი. აქვს რუსული და უკრაინული ფესვები. შვილები: სტეფანი და სტივენ კიმები "ჩემთვის მსოფლიოში მხოლოდ 2 ეროვნება არსებობს: ხალხი, რომელსაც ფიქრი შეუძლია და უმეცარი ხალხი". - ამბობს არტიომი. ![]() ფესვები: კუბური, უკრაინულიჯასტინა პოლიაკოვა, სოციოლოგიის სტუდენტი ტარას შევჩენკოს უნივერსიტეტში "გარეგნულად უფრო კუბელს ვგავარ, მაგრამ უკრაინული სული მაქვს". ![]() ფესვები: უკრაინული, არაბულიანის ეტაები, კბილის ექიმი და როკ-მუსიკოსი "დედაჩემი მე უკრაინულად მელაპარაკებოდა და მამაჩემს - რუსულად. ორივეს ერთად კი ტუნისურად გვესაუბრებოდა. მე თვითონ, რუსულის გაგება შემეძლო, მაგრამ ვერ ვლაპარაკობდი. საერთო ჯამში კი 7 ენა ვიცი: არაბული (და ტუნისური დიალექტი), უკრაინული, რუსული, პოლონური, ფრანგული და ინგლისური. ცუდი ისაა, რომ არ ვიცი, რომელ კულტურას ვეკუთვნი. ვინ ვარ? ყველგან უცხო ვარ, სადაც არ უნდა წავიდე. ამას არაფერი ეშველება". ![]() ფესვები: ავსტრიული, პოლონური, უკრაინული, რუსული, ებრაული, ბოშური, ქართულიემილ ვოლსკი, გრაფიკული დიზაინერი "ენების სწავლა მომწონს, ამიტომ თავისუფლად ვსაუბრობ რუსულად, უკრაინულად, ინგლისურად და ებრაულად. პოლონურად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ კარგად მესმის. ბავშვობაში მამაჩემი ბოშურად მესაუბრებოდა. ასევე, რუსული მუნჯური ენაც ვიცი. ბოლო დროს ფრანგული და გერმანული გრამატიკაც ავითვისე და ამჟამად ქართული ენის სწავლაზე ვოცნებობ. ჩემი აზრით, სხვადასხვა კულტურის სიმბიოზის წყალობით, შერეული რასის ადამიანებს ბევრი თანდაყოლილი უპირატესობა აქვთ". ![]() ფესვები: ბურიატული, სლავური, ოსურიდინა ბაგაევა, კომპანია "Sofa 70’s"-ის დამფუძნებელი და "Secret Service"-ის პროექტის მენეჯერი "დღეს თითქმის ყველა ჩვენგანი შერეული რასის წარმომადგენელია. აღარ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა, თუნდაც სუფთა არიული რასა. სადღაც, ღრმად ჩემში, ბუდისტი ცხოვრობს და მეუბნება, რომ ყველა ცვლილება უკეთესობისთვისაა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველანი მსოფლიოს მოქალაქეები ვართ". ![]() ფესვები: ებრაული, სომხური, რუსული, უკრაინული, ბერძნული, ბოშურიმარგარიტა მურადოვა, მოდის ბლოგერი, სტილისტი, შოპინგის კონსულტანტი "დიდი ხანია, ვისწავლე, რომ გულთან ახლოს არ მივიღო რასისტული ხუმრობები. შეგიძლიათ, გაიცინოთ ჩემს ებრაულ ფესვებზე, თუმცა, მხოლოდ მაშინ, თუ მეც გავიცინებ ხუმრობაზე. ვისწავლე, რომ როცა ვიღაცას გავიცნობ, ჩემს ეროვნებას თავიდანვე ვეუბნები. მე, უბრალოდ, მე ვარ და შენ შენ ხარ, ეს ძალიან მარტივია! შერეული ეთნიკური ფესვების მქონე ადამიანები, როგორც წესი, მათ ირგვლივ მყოფ საზოგადოებაში ეძებენ რაღაც ახალს, რადგან მსოფლიოს დიდ ნაწილს უკვე შიგნით ატარებენ, გულში". ![]() ფესვები: პოლონური, ესპანური, სერბიული, რუსული, გერმანული, უნგრული, ჩეხურიტატა კეპლერი, არომა ესპრესო ბარის ქსელის სტრატეგიული განვითარებისა და დაგეგმვის დირექტორი, სცენარისტი, პროდიუსერი "შერეული რასა ყველანაირად ლამაზია. ეს ადამიანები შიგნით, გულით ატარებენ უამრავ ფერს, ლამაზ გეოგრაფიულ ადგილებს. დედამიწასავით არიან, ყველაფერს მოიცავენ, ჩრდილოეთს, სამხრეთს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს. მათი შინაგანი სამყარო მთების, ზღვების და ოკეანეების სახლია, რომლებიც მათ წინაპრებს უნახავთ ოდესღაც. მათი სული იმ გრძნობებს ეხმაურება, რაც წინაპრებმა იგრძნეს ერთხელ. ისინი იტევენ მთელ მათ მემკვიდრეობას, მთელ მათ ვნებებს". ![]() ფესვები: აფრიკული, შვეიცარულიმორგან ფულა, ხმის ინჟინერი, მოდელი "მე ვფიქრობ, რომ მშობლებისგან საუკეთესო თვისებები მერგო მემკვიდრეობით. ხშირად ადამიანები ვერ ხვდებიან ჩემს ფესვებს, ბრაზილიელი ან კუბელი ვგონივარ. ჩემი ხასიათიც ძალიან მრავალფეროვანია, ზოგჯერ სტუმართმოყვარე და მეგობრული ვარ, ზოგჯერ კი - ცივი და მარტოსული. ჩემი აზრით, შერეული ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანები განსაკუთრებულები არიან. მგონია, რომ მომავალში ისტორია ამ ადამიანების მიერ დაიწერება". ![]() ფესვები: უკრაინული, რუსული, ფრანგული, აფრიკული (ტოგოს რესპუბლიკა)ანეტ ამეგანი, მოდის დიზაინერი, რესტორან "Fish & Chips Kiev"-ის მფლობელი ინა კრიაჩოკი, ანეტის დედა "საკმაოდ რთულია, იყო შერეული რასის წარმომადგენელი. სკოლის დამთავრების შემდეგ ძალიან მინდოდა, ექიმი გავმხდარიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, ამაზე უარი მეთქვა. მიზეზი აშკარა იყო: ბევრ ადამიანს არ მოუნდოებოდა, მათი შვილებისთვის მემკურნალა. ამიტომაც ხელოვნების კრიტიკოსი გავხდი. ამ პროფესიისთვის ეთნიკურობას მნიშვნელობა არ აქვს. ერთი მხრივ, შერეული რასის ადამიანმა მძიმე სოციალურ ზეწოლას უნდა გაუძლოს. მეორე მხრივ კი, ეს მას აძლიერებს. მე მუდმივად ვგრძნობ, რომ ვალდებული ვარ, დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ ვარ უკეთესი, ვიდრე გარშემომყოფები ფიქრობენ ჩემზე". ![]() ფესვები: უკრაინული, ფრანგული, გერმანული, რუსული, ბელარუსულიევგენია სკვარსკაია, მოდელი, ქორწილების ორგანიზატორი "მე ამაყი ვარ ჩემი ოჯახის ისტორიით. აქედან გამომდინარე, ვაფასებ ყველა ჩემს ეთნიკურ ფესვს. ასე თუ ისე, ყველა ჩვენგანი შერეული რასის წარმომადგენელია. ჩემი აზრით, ასეთი ადამიანები გამოირჩევიან თავიანთი ფილოსოფიით, კრეატიულობითა და მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილით". ![]() ფესვები: თურქული, ბერძნული, ყაზან თათრული, უკრაინულისუნა შახანი, 5 წლის კარინა აგმალოვა, დედამისი "შერეული რასის ადამიანებს დიდი უპირატესობა აქვთ: არჩევანის შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია, ავირჩიოთ ქვეყანა, სადაც ვიცხოვრებთ, კულტურა, რომელთანაც საკუთარ თავს დავაკავშირებთ და რელიგია, რომელსაც ვაღიარებთ. სინამდვილეში, ასე გადის ცხოვრებაც - ვირჩევთ მათ, ვისთანაც გვსურს კომუნიკაცია და ვისაც ვენდობით. ქვეცნობიერის დონეზე, ეს უფრო თავდაჯერებულებს და მორალურად სტაბილურებს გვხდის. ფესვების მრავალფეროვნება გვაძლევს ძალას, მივაღწიოთ მიზნებს და გვაძლევს იმუნიტეტს, რომ თავი გავართვათ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ჩვენს დამცირებასა და დამარცხებას ცდილობენ". ![]() ფესვები: ყაზახური, დაღესტნური, უკრაინული, რუსულითიმურ კარაშაევი, როკ-მუსიკოსი, ჯგუფ Barely Ice-ის ლიდერი, ფოტოგრაფი "კარგია, როცა შერეული რასის წარმომადგენელი ხარ, რადგან მთელი პლანეტა შენს სახლს წარმოადგენს და ფესვები სამყაროს სხვადასხვა ნაწილში გაქვს გადგმული. ეს საშუალებას გაძლევს, ისარგებლო ფართო მსოფლმხედველობით ცხოვრებაში და გაიგო, როგორია, როცა განსხვავებული ხარ. შენში ნაციონალიზმი საერთოდ არაა, რადგან კოსმოპოლიტანი ხარ საზღვრების გარეშე". ![]() ფესვები: კორეული, უკრაინულიანა ლი, პროდიუსერი "ჩემთვის შერეული რასა თავისუფლებას ნიშნავს. დედაჩემს უგემრიელესი უკრაინული ბორშია და არაჩვეულებრივი კორეული სუპის მომზადება ერთნაირად კარგად შეუძლია. მე მივხვდი, რომ ცნებები, როგორიცაა "სახლი" და "სამშობლო" ძირითადად თქვენივე თავში არსებობს. თუმცა, ისიც შეგიძლიათ, უპირატესობა ერთ რომელიმე ეროვნებას მიანიჭოთ და ყველა მიმართულებით განავითაროთ". ![]() ფესვები: უკრაინული, ბერძნული, რუსული, პოლონურიანა ლიტკინა, ფილოლოგი, პროექტ "Kiev Tour Guide"-ის ავტორი "მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ შერეული ფესვების მქონე ადამიანებს გენეტიკური სტაბილურობა აქვთ. ჩემი აზრით, ამ ადამიანებს შეუძლიათ დაინახონ და იცოდნენ ისეთი რამეები, რასაც "სუფთასისხლიანები" ვერასდროს გაიგებენ". ![]() ფესვები: უკრაინული, რუსული, პოლონური, ლატვიური, მოლდოვურიალიონა მატვიენკო, ბალეტ "დიდი გეტსბის" პროდიუსერი "შერეული რასა ჩვეულებრივი რამაა. არ მომწონს ის ადამიანები, რომლებიც რასობრივ სიწმინდეს ქადაგებენ და სისხლის სიწმინდეს რადიკალურად იცავენ. გენეტიკური თვალსაზრისით, მრავალი ეთნიკური ფესვი აძლიერებს ჩვენს გენეტიკურ "აუზს" და ამდიდრებს ერს, კულტურულადაც და ინტელექტუალურადაც". ![]() ფესვები: აზერბაიჯანული, უკრაინული, რუსული, ბულგარული, ბერძნულილესია ნაზაროვა, მუსიკოსი, პოეტი, ბავშვების ანიმატორი "შერეული ეროვნების ადამიანები განსხვავებულები არიან, რადგან მათ უნიკალური ეთნიკური "შიგთავსი" აქვთ, მათი პიროვნული თვისებები განუმეორებელ ფერებად ანათებს. მნიშვნელოვანია, ვთქვა, რომ შერეული რასა ჩემს ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის". ![]() ფესვები: ქართული, უკრაინული, პოლონურისოფიე ვილი, მომღერალი, მუსიკოსი, კომპოზიტორი "შერეული რასა მარტო განსხვავებულ გენებს არ ნიშნავს, ეს მოიცავს ენერგიებს, რომლითაც სხვადასხვა კულტურები გვამხნევებენ". ![]() ფესვები: ინდური, ესპანური, სომხური, ებრაული, პოლონურიდანიელ კრესენსიოვჩ რიოს-სოლისი, სააგენტო Apple Pie Weddings-ის დამაარსებელი "რაც უფრო მეტ ენაზე ლაპარაკობ, უფრო მეტი კარია შენთვის გახსნილი. იგივე შეიძლება ითქვას ეთნიკურ ფესვებზეც. ამ თვალსაზრისით, ადამიანები შერეული ფესვებით უფრო მდიდრები არიან, ვიდრე "სუფთასისხლიანები". მათი სახლი ყველგანაა და, ამავე დროს, არსად". ![]() ფესვები: ვიეტნამური, პოლონური, უკრაინულიქრისტინა ნგუიენი, RentABrand-ის მფლობელი, მხატვარი "შერეული ეროვნება საინტერესო ფენომენია. შერეული ფესვების მქონე ადამიანები მუდმივ ძიებაში არიან, ეძებენ ადგილს, რომელსაც "სახლს" დაუძახებენ, ადგილს, სადაც დაბრუნება ყოველთვის შეეძლებათ. ისინი გულით დაატარებენ სამახსოვროებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან. სწორედ ამ კავშირების წყალობითაა, რომ მსოფლიო უფრო ტოლერანტული გახდა. ეს ყველა ჩვენგანს გვაძლევს შანსს, ვიპოვოთ გაგება და სიყვარული". ![]() ფესვები: იტალიური, გერმანული, ავსტრიული, უკრაინული, ჰოლანდიური, თათრულილუკერია პოკროვსკაია, მოდელი, ფოტო რეტუშორი "ჩემი განსხვავებული ფესვები გარეგნობაშიც და ხასიათშიც მჟღავნდება. ჩემნაირი ადამიანები კოსმოპოლიტანები არიან და თავს კარგად გრძნობენ სხვადასხვა ქვეყნებში. მე იშვიათად ვხვდები "სუფთასისხლიანებს" და ჩემთვის ისინი ისეთივე განსაკუთრებულები არიან, როგორებიც შერეული ეროვნების წარმომადგენლები". ![]() ფესვები: უკრაინული, ბერძნული, პოლონურიანა ზავალსკაია, მომღერალი, სიმღერების მწერალი, ტელეწამყვანი "ერების შერევა ძალიან მნიშვნელოვანია, გენეტიკური თვალსაზრისით. ეს არამხოლოდ ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობას ნიშნავს, არამედ კულტურებისაც. მუსიკის, ენის, ტრადიციების ერთმანეთისგან აღება და განვითარება - ეს ხომ საოცარია! ჩვენ ყველანი ერთი ვართ"! ![]() ფესვები: უკრაინული, რუსული, აფრიკული (განა)დენის ადუ, მესაყვირე, Dennis Adu Big Band ბენდის ლიდერი "ეს შეთქმულებას ჰგავს შეთქმულების წინააღმდეგ. როცა სხვა მულატს ხვდები ქუჩაში, როგორიც თავად ხარ, ჩერდები და ესალმები. შეხვედრას კი ერთმანეთის ცხოვრების ამბების მოყოლით ასრულებთ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, არ ვფიქრობ, რომ განსხავებული ვარ სხვა ადამიანებისგან, მხოლოდ ჩემი კანის ფერითა და თმით. ბევრი ადამიანი ფიქრობს: "ეს ბიჭი კარგად უკრავს საყვირზე, იმიტომ რომ შავკანიანია. იფიქრონ ასე, თუ უნდათ. სიმართლე კი ისაა, რომ ყოველთვის სხვებზე მეტს ვშრომობდი და პატივისცემაც ამის გამო დავიმსახურე". ![]() ასევე დაგაინტერესებთ:1. ფოტოპროექტი "ჭორფლები" - ინგლისელმა ფოტოგრაფმა ჭორფლიანების უნიკალური სილამაზე წარმოაჩინა 2. ფოტოგრაფმა 2 წელი გაატარა გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისთვის სურათების გადაღებაში 3. დრონით გადაღებული საუკეთესო ფოტოები ![]() 541 3-ს მოსწონს
|