x
მეტი
  • 02.07.2024
  • სტატია:135723
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510093
რეპერი კანიე უესტი: მონობა შავკანიანების პირადი ხვედრია

image

ამერიკელმა რეპერმა შავკანიანთა მრავალსაუკონოვან მონობას გაცნობიერებული არჩევანი უწოდა, მაგრამ მალევე თავისივე გამონათქვამის განმარტება მოუწია.


გამოცემა TMZ-სთან ინტერვიუში ამერიკელმა რეპერმა აღნიშნა, რომ შავკანიანთა მონობა 400 წელიწადი გაგრძელდა და როდესაც საუბარია ოთხ საუკუნეზე, რომელიც ტყვეობაში გაგრძელდა და ეს "ჟღერს, როგორც არჩევანი".

უესტმა ისიც დასძინა, რომ იმ პერიოდის ფსიქოლოგიური ზეგავლენა ახლაც მოსდევს აფროამერიკელებს, მუსიკოსმა აღნიშნა, რომ მენტალურად ისიც და სხვა აფროამერიკელებიც საპყრობილეში არიან გამომწყვდეულები.

კანიე უესტი:"მე უფრო მომწონს სიტყვა "საპყრობილე", რადგან "მონობა" პირდაპირ მიეკუთვნება შავკანიანთა იდეებს.როგორც -ჰოლოკოსტი -ესა ებრაელები, მონობა-ესაა შავკანიანები.

რეპერის ამ სიტყვებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ამერიკულ საზოგადოებაში, ამიტომ მას სოციალურ ქსელში დამატებითი განმარტების გაკეთება მოუწია:

"ცნობიერება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ შეიძლება კიდევ 400 წელიწადი ვიცხოვროთ შეზღუდული მენტალობით, აწი თავისუფლად უნდა ვიაზროვნოთ და ეს განცხადებაც თავისუფალი აზროვნების მაგალითია..ეს იყო უბრალოდ იდეა."

image

0
91
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0