x
image
გიო თუთიაშვილი
ამ მარტივი და იაფი საშუალების შედეგიანობა ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლის დროს
image


თუ ფიქრობთ, რომ სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოსადეგარი და ეფექტური მხოლოდ ძვირადღირებული სააფთიაქო პრეპარატებია, ესეიგი თქვენ პრაქტიკაში ჯერ არ გამოგიცდიათ და გამოგიყენებიათ საკვები სოდა, რომელიც საოცარი თვისებებით გამოირჩევა. როგორც გაირკვა, მისი დახმარებით არა მხოლოდ კანის, თმისა და ფრჩხილების მოვლა, არამედ რევმატოიდული ართრიტის წინააღმდეგ ბრძოლაა შესაძლებელი.



image


მოცემული უსიამოვნო დაავადების მკურნალობა საკვები სოდითა და წყალბადის ზეჟანგით - მრავალჯერ გამოცდილი პრაქტიკა, რომლის ეფექტურობა და შედეგიანობა ეჭვგარეშეა. სოდაზე დაფუძნებული შინაური საშუალებებით მარტივია ტკივილის დამარცხება, ანთების ჩახშობა და შემაერთებელი ქსოვილების ფუნქციის დარეგულირება. დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი საშუალებები გამოდგება რეაქტიული, ტრავმატული და რევმატოიდული ართრიტის, ართროზის, ოსტეოქონდროზისა და პოდაგრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

საკვები სოდა ართრიტის წინაღმდეგ

სოდის წყალხსნარი
ართრიტის საწინააღმდეგო საკმაოდ ეფექტური და ძლიერმოქმედი საშუალების დასამზადებლად 1 ჩაის ჭიქა (200 მლ) თბილ წყალში უნდა გახსნათ 3 გრამი საკვები სოდა. ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გაზარდოთ სოდის რაოდენობა 15 გრამამდე. სამკურნალო სასმელის მიღება რეკომენდებულია დილას, ჭმამადე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა - 30 დღე.




image



კომპრესი საკვები სოდით
რეცეპტი № 1: შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ზღვის მარილი, მდგოვის ფხვნილი, სოდა და თაფლი. მიღებული პასტისებრი მასა წისვით პრობლემურ სახსარზე, გადაიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ზემოდან თბილი ქსოვილი. კომპრესის გაკეთება რეკომენდებულია დაძინების წინ და მისი დატოვება მთელი ღამით. 2 კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეგამოშვებით ან 2 დღიანი ინტერვალით.



image



რეცეპტი № 2: შეურიეთ ეთმანეთში საკვები სოდა, თაფლი და ნავთი პროპორციებით 1 : 10 : 10. მზა მასა რბილ ქსოვილზე წაუსვით სქელ ფენად და დაიფინეთ მტკივან სახსარზე. დაიტოვეთ კომპრესი სამოქმედოდ 45-60 წუთის განმავლობაში. თქვენ შეგაწუხებთ წვის მსუბუქი შეგრძნება, რაც სავსებით ნორმალურია. ამ დროის გასვლის შემდეგ მოიხსენით კომპრესი და დაიმუშავეთ სხეულის შესაბამისი მონაკვეთი მცენარეული ზეთით, გადაიხვიეთ თბილი ქსოვილი. ჩაიტარეთ ეს პროცედურა 14 დღის განმავლობაში 2 დღიანი ინტერვალებით.



image



აბაზანა საკვები სოდით
თბილი წყლით სავსე ტაშტში ჩაამატეთ თანაბარი რაოდენობით საკვები სოდა და ზღვის მარილი. მიღებულ აბაზანაში მოათავსეთ დაზიანებული კიდურები 15-20 წუთის განმავლობაში. პარალელურად თითის ბალიშების გამოყენებით იკეთეთ სხეულის დაზიანებული მონაკვეთის მასაჟი. რეკომენდებულია პროცედურის ჩატარება საღამოს საათებში, დაძინების წინ, რადგან ასეთი აბაზანა დამამშვიდებელი და მომადუნებელი ეფექტით გამოირჩევა.



image



მართალია, მოცემული მეთოდების ეფექტურობა დროითაა დამტკიცებული და ისინი არაჩვეულებრივად უმკლავდება ტკივილს, ახშობს ანთებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ლიმფის დრენაჟს, თუმცა თვითმკუნალობის დაწყებამდე ყოველთვის საჭირო და აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა და მისგან რჩევების მიღება.

0
243
7-ს მოსწონს
ავტორი:გიო თუთიაშვილი
გიო თუთიაშვილი
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0