თავის მოვლა რა მსხვერპლს იღებდნენ სიმლამაზის გამო გასული საუკუნის ცნობილი ლამაზმანები 2018, 3 მაისი, 13:53 ჯოან კრაფორდი თვალებს მჟავით იტენიანებდა, მერილინ მონრო ბუზგალტერს მარმარილოთი იკერავდა, ხოლო მარლენ დიტრიხი ოქროს მტვერს პარიკზე იყრიდა. წარმოგიდგენთ გასული საუკუნის რამდენიმე ცნობილი ეკრანული ვარსკვლავების სილამაზის საიდუმლოს. ოსკარის გამარჯვებული- ჯოან კროუფორდი თვალებზე ბორის მჟავას იწვეთებდა, რათა უფრო ნათელი და მბრწყინვალე გამხდარიყო. ბორმჟავა სუსტი მჟავაა, რომელიც გამოიყენება როგორც ლაქების ამომყვანი საშუალება, ინსექტიციდი და ანტისეპტიკური თვისებების მქონეა და დღეს ეს ნამდვილად გახდა ბევრი თვალის წვეთების მთავარი შემადგენელი კომპონენტი. კროუფორდი ამტკიცებდა, რომ თმა ახალი კვერცხით უნდა დაიბანოთ და შამპუნში უნდა წითელი ღვინო უნდა გაურიოთ, თმების სილამაზისთვის. მას უყვარდა სახეზე ნიღბების გაკეთება. ერთი მისი საყვარელი რეცეპტები იყო "მოძველებული ნარევი": შვრიის, თბილი წყალის და თაფლისგან. ის ამბობდა, რომ ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურა უნდა გაკეთდეს სანამ ქმარი დაბრუნდება სახლში, რადგან ნიღბით და თავზე ბიგუტებით ქალი არც თუ ისე კარგი დასანახია. ჯოანი წერდა, რომ სახე ისე უნდა გქონდეთ, თითქოს ამბობს "დიახ" და ნებისმიერ დროს მხიარულად და კეთილგანწყობილად უნდა გამოიყურებოდეს. ეს, მისი აზრით, ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნების აუცილებელი კომპონენტია. ვერცერთი კოსმეტიკური საშუალება ვერ დამალავს უარყოფით ემოციას სახეზე. ისე, როგორც ამ სურათში ჯოანს, დამჟავებული სახე აქვს. მერილინ მონრომ სილამაზის საიდუმლოების გაღრმავების საოცარი მემკვიდრეობა დატოვა, მაგრამ ეს არ იყო ადვილი. მაგალითად, ტუჩებისთვის ის იყენებდა 5 სხვადასხვა ბლესკს და ტუჩსაცხს. მუქ წითელსთუჩის შიდა კუთხეებში, შუაში მსუბუქ ფერებს, რათა ტუჩისთვის მეტი მოცულობა და ნათელი ფერები მიეცა. დღეს ის, ალბათ უბრალოდ ინექციებით გაიდიდებდა ტუჩებს. მერილინი ბუზგალტერით იძინებდა, რაც მისი აზრით, მკერდის გაღიზიანებას უშლიდა ხელს და მას მარმარილოს ბურთებს აკერებდა. რის გამოც მისი მკერდი ყოველთვის მკვრივი ჩანდა. იგივე ეფექტის გამო მსახიობი სამი ღილაკს ამატებდა, რომელიც ერთმანეთთან ერთად იყო შეკრული და მათაც ბიუზგალტერში ათავსებდა. ბევრმა მსახიობმა სახე გაინადგურა, რადგან ბრიტვას იყენებდა. მაგრამ მერლინ მონროს ღაწვებს ხელს არ აკარებდა. სახე ფაფუკი ჰქონდა და სხვადასხვა საცხს იყენებდა, რათა სახის კანი უფრო ნათელი და მზისგან დაცული ყიფილიყო. უარს ამბობდა გაპარსვაზე, რადგან მოსწონდა, თუ როგორ ანათებდა თეთრად, პატარა ბუსუსები, გადაღების მოედანზე. აქ მსახიობი ყველა თავისი დიდებითაა: მარმარილოს ბურთებიან ბუზგალტერით, სახეზე მომხიბლავი ღიმილითა და კანით. 50-იანების ვარსკვლავი გლორია გრეჰემი ცნობილი იყო თავისი სექსუალურობით და მუქი ტუჩსაცხით: მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი გამოიყენებდა ასეთ პომადას, და ეს გარკვეულწილად შოკისმომგვრელი იყო. წარუმატებელმა კოსმეტიკურმა ოპერაციამ, მსახიობის ზედა ტუჩზის პარალიზება გამოიწვია. შემდეგ მან გადაწყვიტა ბამბა ბურთები გამოეყენებინა, რის გამოც კოცნა რთული იყო, რადგან ბამბა გაჟღენთილი იყო ნერწყვით. მსახიობმა ამით მოსალოდნელი შედეგი ვერ მიიღო. მსახიობმა ვინსენტ კუროციომ დაწერა წიგნი გრეჰემის ცხოვრებაზე. მან განაცხადა, რომ მსახიობს კოლეგები უჩიოდნენ იმაზე, რომ მას მუდმივად უწევდა სააბაზანოში შესვლა, რათა ბამბა შეეცვალა და ტუჩებზე წაესვა პომადა. დიახ, კოცნასთან დაკავშირებით, გრეჰემს პრობლემა ჰქონდა ... მსახიობი ოდრი ჰეპბერნს, ლეგენდარული ვიზაჟისტი ალბერტო დე როსი, უკვე შეღებილ წამწამებს ქინძისთავით უცალკევებდა, რათა ცნობილ სახეს გააზრებული გამომეტყველება ჰქონოდა. მარლენ დიტრიხი მოითხოვდა, რომ მისი პარიკი ნამდვილ ოქროში ამოევლოთ, რათა მას ბრწყინვალება შემატებოდა. ასეთი უცნაური მოვლენები ვარსკვლავს საკმაოდ ჰქონდა და ეს მისთვის კაპიკები იყო, რადგან იგი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი და ვარსკვლავი იყო. მუნჯური ფილმების მსახიობი ფანი უორდი ცნობილი იყო თავისი "მარადიული ახალგაზრდობით". იგი თავდაყირა იდგა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა თავისი ახალგაზრდული გარეგნობა. უორდი დარწმუნებული იყო იმაში, რომ ასე ის სისხლს აწვდიდა სახეს და აახალგაზრდავებდა კანს. თუმცა იმასაც ამბობდნენ, რომ მსახიობმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ ის ამას უარყოფდა. 1940-იანი წლების რადიო-ტელევიზიის და კინოს მსახიობი სელენ როილი, რეკომენდაციას უწევდა დიასახლისებს, რომ ბრილიანტის ფორმის წებოვანი ლენტი დაეკრათ, წარბებს შორის. ისე, რომ ნაოჭი არ გაჩენილიყო. ამით სიარული აუცილებელი არ არის. ამის გაკეთება შეიძლებოდა მხოლოდ რუტინული საშინაო დავალების შესრულების დროს. მისი თქმით, ასე არა მარტო სამუშაოს შეასრულებ, არამედ განაახლებ და აღიდგენ შენს სილამაზეს. 175 5-ს მოსწონს
|