x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138404
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ცხელი სეზონის 6 ვარცხნილობა, რომელიც თქვენს გარეგნობას მდიდრულ იერს შესძენს

ყველა, ვისაც მოკლე ვარცხნილობა მოსწონს, საათობით არ უყვარს სარკის წინ ჯდომა და უპირატესობას თმების მოვლის მინიმალურ ძალისხმევას ანიჭებს, ნამდვილად გაიხარებს იმის გაგებით, რომ წელს, ცხელ სეზონზე, მოდაში მოკლე ვარცხნილობა იქნება.


image

imageმოკლე თმა მარტივად შრება და არც მისი მოწესრიგებაა რთული. ის ხელს არ უშლის ადამიანს, აქტიური ცხოვრების და სპორტით დაკავების შემთხვევაში... და სხვა რა არის საჭირო თანამედროვე, საქმიანი ქალისთვის?

აქ იმ 6 ვარცხნილობას წარმოგიდგენთ, რომლიც ყველაზე მეტად პოპულარული იქნება ზაფხულში: imageბობი


imageimage
კლასიკური ბობი ისევ მოდაშია და თავის პოზიციება არა თმობს. ის იდეალური ვარცხნილობაა, სწორე და ოდნავ ტალღოვანი თმისთვის. ვარცხნილობა ეფექტურად გამოიყურება, თუ თმის ბოლოები ოდნავ შეხვეულია.

ამ ვარცხნილობის რამდენიმე სახეობა არსებობს:

1. ბობი მკვეთრი დაგრძელებით;

2. ტექსტურული – თმის ბოლოებს კიბისებურად ჭრიან;

3. ასიმეტრიული – თუ ადრე ასიმეტრია კეფაზე ან წინ გრძლად დატოვებული თმა იყო, ამ სეზონზე, დანარჩენ თმასთან შედარებით, მოგრძო თმის დატოვება, ერთ-ერთი გვერდის, ცენტრალურ ნაწილში შეიძლება;

4. მოკლე და კეფაზე აპარსული – ეს იდეალური გადაწყვეტილება არის მათთვის, ვისაც მოკლედ შეჭრილი თმა მოსწონს.

imageბობ–კარე


imageimageimageimage
სახელიდანაც ჩანს, რომ ეს ვარცხნილობა ორი ვარცხნილობის შერევით არის მიღებული. კლასიკური კარესგან, ბობ-კარე იმით განსხვავდება, რომ კეფაზე თმა უფრო მოკლეა, ვიდრე სახესთან.

თუ ბუნებრივად სწორე თმა გაქვთ, ეს ვარცხნილობა საუკეთესო ვარიანტია თქვენთვის, ხოლო თუ თმის უთოს გამოიყენებთ და ბოლოებს ოდნავ შეიხვევთ, თმას საზეიმო ელფეი მიენიჭება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ვარცხნილობა სახეს უფრო გამხდარს აჩენს, ვიდრე სინამდვილეში არის.imageკარე


image

image

imageკარეს პოპულარობა წლიდან - წლამდე იზრდება. ეს არის ვარცხნილობა, რომელიც ფაქტიურად, ყველა ტიპის თმას უხდება. ამ სეზონზე კარეს სხვადასხვა სახეობიდან, ერთდროულად სამი ტიპის ვარცხნილობა არის მოდაში:

1. სახესთან დაგრძელებული (ასიმეტრიული) — ეს ერთგვარი კომპრომისია გრძელსა და მოკლედ შეჭრილ თმას შორის. თუ მას პროფილში შეხედავთ, მახვილ კუთხეს დაინახავთ. დაგრძელებულ კარეს ასევე შეიძლება სწორი ან ირიბი «ჩოლკა» დაემატოს;

2. გრადუირებული — ეს არის საფეხურისებური ვარცხნილობა, რომელიც დამატებით მოცულობას ქმნის;

3. ულტრამოკლე – ამ შემთხვევაში, თმის მაქსიმალური სიგრძე ყურის ბიბილოებამდე არის.

image
გრადუირებული ვარცხნილობა



imageimageimageimage


ამ ვარცხნილობასაც წამყვანი ადგილი უკავია, სეზონის მოდურ ვარცხნილობებს შორის. ის უნივერსალურია და ყველანაირი სახის ყველანაირ ოვალს უხდება. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი მოწესრიგებაც არ არის რთული.

წინა ვარცხნილობების შემთხვევაში, სხვადასხვა სიგრძის თმა რბილი, გლუვი გადასვლებით ხასიათდებოდა, ხოლო გრადუირებულში, ყველაფერი სხვაგვარად არის: შეჭრილი თმის სიგრძეებს შორის სხვაობა დიდია და მათ შორის გადასვლები შეუმჩნეველი არ არის, აქ საზღვრები უფრო მკვეთრი და შესამჩნევია. სწორედ ეს უსწორმასწორობა აძლევს ამ ვარცხნილობას განსაკუთრებულ, მდიდრულ იერს და ის იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც მოცულობითი თმა არა აქვთ ან ძალიან თხელი, წვრილი თმის ღერი აქვთ.

imageპიქსი

imageimage


ეს გასული საუკუნის 60-წლების ვარცხნილობაა, რომელიც ჩვენს საუკუნეში დაბრუნდა და მტკიცედ დაიკავა ადგილი, მოდურ ვარცხნილობებს შორის. ის ერთნაირად უხდებათ, როგორც გოგონებს, ისე ასაკოვან ქალბატონებს. ის მისაღებია სრული ფორმების მქონე ქალბატონებისთვის და მათთვის, ვისაც სახის მრგვალი ოვალი აქვთ.

imageგარსონი


imageimageimageimage


გარსონი – თვით ფრანგული ხიბლის განსახიერებაა. ეს ვარცხნილობა მათთვის არის, ვისაც შაბლონური იმიჯი არ მოსწონს და ყოველთვის თანახმაა, სტილისტის მიერ შეთავაზებული, პატარ-პატარა პროვოკაციებზე. ის სხვა ვარცხნილობებისგან დემონსტრაციული უბრალოებით გამოირჩევა. რაც, როგორც ცნობილია, ელეგანტურობის საფუძველი არის.

ეს ვარცხნილობა პირველად, თითქმის 100 წლის წინ (1922 წ.), პარიზში გამოჩნდა და დიდი ფურორი მოახდინა ქალთა მოდაში. იმ პერიოდში, თმის მოკლედ შეჭრა – ძნელად წარმოსადგენი, უფრო სწორედ, წარმოუდგენელი იყო. ასობით ქალს, ამ საქციელისკენ, ვიქტორ მარგერიტის რომანმა «La Garçonne» (ფრ. la garçonne — «ქალა-ბიჭა») უბიძგა, რომლის მთავარი გმირი ძლიერი, დამოუკიდებელი გოგონა იყო, რომელსაც თმა ძალიან მოკლედ ჰქონდა შეჭრილი.

გარსონი, «ბიჭური» ვარცხნილობაა, რომელის ფართო მასებში დანერგვა, კოკო შანელის ხელდასმით მოხდა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image12 მოდური ვარცხნილობა, რომელიც ყველას უხდება!
წარმოუდგენელი გარდასახვა. მხოლოდ თმა შეიჭრეს და ....
სტილისტმა დაამტკიცა, რომ ყველა ქალი დედოფლად არის დაბადებული

წელს მოდაში მოკლე ვარცხნილობაა: კასკადი, გარსონი, ბიბი, კარე, პიქსი, Shag-ი...

ნივთები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს 2018 წლის ზაფხულის გარდერობში

0
1191
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0