სხვა ვინ იყო სოფოკლე და რით დაიმკვიდრა სახელი ათენში? 2018, 30 აპრილი, 16:29 სოფოკლე ძვ.წ 497 წელს უნდა დაბადებულიყო, მის ბავშვიბასა და ყრმობას ბერძენ-სპარსელთა ომები ასაზრდოებდა. მან დრამატურგთა ცხოვრების ხანგრძლივი გზა განვლო და გარდაიცვალა ძვ.წ 406 წელს, 90 წლის ასაკში. ![]() ![]() როგორც ცნონილია მას 123-130 პიესა ჰქონდა დაწერილი, რომელთაგანაც 114-ის სახელი ცნობილია, ხოლო ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ შვიდმა ტრაგედიამ . სოფოკლეს ათენში ღირსეულ კონკურენციას ვერავინ უწევდა, მას 20-ამდე გამარჯვება მოუპობებია, არასდროს მიუღია მესამე ადგილი. მან შემოიყვანა მესამე მსახიობი, გაზარდა გუნდის რაოდენობა 15 კაცამდე, ასევე გარკვეული სიახლეები შეიტანა სცენოგრაფიაშიც, საგრძნობლად გაზარდა პროფესიონალი მსახიობის როლი და ალბათ პირველი დრამატურგი იყო, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარ დადგმებში მსახიობის როლის შესრულებაზე. 215 3-ს მოსწონს
|