x
image
ლიკა ელიშვილი
საუკეთესო მშობლების ტოპ -ხუთეული ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
image



იყო მშობელი არც ისე ადვილია. როდესაც პატარა ადამიანის სიცოცხლე მთლიანად შენზეა დამოკიდებული, გვაშინებს და გვაფორიაქებს. გარდა იმისა, რომ მშობელი ბავშვს ყველა აუცილებელი ნივთით უზრუნველყოფს, მან ასევე უნდა აღზარდოს პატარა და მისგან კარგი ადამიანი ჩამოაყალიბოს.

ასტროლოგები გამოყოფენ ზოდიაქოს ხუთ ნიშანს, რომლებიც ყველაზე პასუხისმგებლიანი და მზრუნველი მშობლები ხდებიან. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ნიშნით დაბადებული ადამიანები ცუდი მშობლები არიან. ეს მხოლოდ ამ ნიშნების განსაკუთრებულობაზე მიუთითებს.



კურო

image
პირველ ადგილს კუროები იკავებენ. ის ერთგული პარტნიორი და გონიერი მშობელია. ის ყოველთვის პრაქტიკული და ეკონომიური იქნება. კუროს შინაგანი სამყაროს სტაბილურობა და ჰარმონია მის შვილებს აუცილებლად გადაეცემა.




ლომი

image
ამ „მეფური“ ნიშნის ლიდერის თვისებები მის შვილებსაც გადაეცემა. ლომმა იცის, როგორ გამოიყენოს თავისი უზადო გონება ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისთვის. იუმორის გრძნობა და სიცოცხლის სიყვარული მას ეხმარება, ყველა პრობლემა ამაყად თავაწეულმა გადალახოს და „წყლიდან მშრალი“ გამოვიდეს.



კირჩხიბი

image
კირჩხიბების მგრძნობიარობა და თანაგრძნობა მათ ბავშვების მოთხოვნილებების მიმართ უსაზღვროდ ყურადღებიანს ხდის. ამ ნიშნის ემოციურობა მათ ოჯახებთან მყარად აკავშირებს.



სასწორი

image
სასწორის უნარი, იყოს გონივრული პარტნიორი, მტკიცე და ჯანსაღი ქორწინების გარანტიაა. ბავშვები კარგ გარემოში გაიზრდებიან და თანაბარ ყურადღებას მიიღებენ. სასწორებისთვის მარტოობა მიუღებელია, ამიტომ ბავშვებს ისინი მთელ თავის ყურადღებას დაუთმობენ.



თხის რქა

image
თხის რქას საოცარი თვითორგანიზაციის უნარი და დისციპლინისკენ სწრაფვა აქვს, ამაში მათ სხვა ვერავინ შეეჯიბრება. მას უყვარს ყველაფრის წინასწარ მომზადება და დეტალური, ხარისხიანი გეგმის შედგენა. ძალაუფლების გონივრული გადანაწილებისა და საკუთარი ძალების სწორად შეფასების უნარი აუცილებლად გადაეცემა მათ შვილებს.





თუ ამ სიაში თქვენი ნიშანი არ არის, არ იდარდოთ! სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი შვილის სიყვარული და მისი გაგებაა. ბავშვის მიღება ისეთის, როგორიც ის არის, იოლი ამოცანა ნამდვილად არ არის!

0
280
10-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0