x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138979
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
სად აიკრძალება მოწევა 1-ლი მაისიდან და სად შეძლებთ კვლავ მოწიოთ?

2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შედის ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომელთა თანახმად თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

image

თამბაქოს კვამლის ხანგრძლივ ზემოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა ფილტვის კიბო, გულის დაავადებები, ასთმის შეტევების გამწვავება და ა.შ. იგი ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და წარმოადგენს ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომის მთავარ მიზეზს.
კანონში განხორციელებული ცვლილებების მიზანია ეფექტურად დაიცვას არამწეველები, განსაკუთრებით ბავშვები, თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებისაგან.
საქართველოს კანონით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა აკრძალულია:
image
ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გამონაკლისისა (იხილეთ „გამონაკლისები“);
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა;
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია (2020 წლიდან).
გამონაკლისები
მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში:
ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის);
თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი;
წინასწარი დაკავების იზოლატორში;
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში;
სამორინეში;
აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში;
სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია:

  • თამბაქოთი გამოწვეული დაავადებიანობის და სიკვდილიანობის შემცირება;
  • თამბაქოთი გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური ზარალის შემცირება.
1
582
4-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
582
  
2018, 1 მაისი, 7:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1