საზოგადოება ჰიუ ლორი და ტილდა სვინტონი ჩარლზ დიკენსის რომანის-,,დევიდ კოპერფილდის'' ეკრანიზაციაში ერთად ითამაშებენ! 2018, 28 აპრილი, 18:24 ჰიუ ლორი და ტილდა სვინტონი, დევ პატელთან ერთად ჩარლზ დიკენსის რომანის-“დევიდ კოპერფილდის'' ეკრანიზაციაში ერთად ითამაშებენ!
დევიდ კოფერფილდი დიკენსის რიგით მერვე რომანია, რომელიც პირველად 1850 წელს გამოიცა. ისევე, როგორც წინამორბედი ნაწარმოებები, იგი მანამდე ქვეყნდებოდა ნაწილ-ნაწილ. წიგნში გამოყენებული სიუჟეტური ელემენტები აღებულია დიკენსის პირადი ცხოვრებიდან, ბავშვობისა და სიჭაბუკის მძიმე წლები აღწერა თავის რომანებში -"დევიდ კოპერფილდი" და "პაწია დორითი". რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად. ის არა მხოლოდ ბესტსელერი გახდა, არამედ გადაიღეს მისი რამდენიმე ეკრანიზაცია და დადგეს სპექტაკლები. კინოსურათს ინგლისში გადაიღებენ, პრემიერის თარიღი კი ამ ეტაპზე უცნობია. 36 6-ს მოსწონს
|