x
მერიამ თბილისში ავტოფარეხების აღება დაიწყო

image


კახი კალაძის წინა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ნაწილის განხორციელება უკვე დაიწყო.
თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს დისკომფორტს უქმნის უნებართვოდ და ქაოტურად აშენებული ავოტფარეხები, სწორედ ამ მიზეზით თბილისის მერმა რამოდენიმეჯერ განცხადება გააკეთა და მოსახლეობასთან ინიციატივით გამოვიდა, რომ ავტოფარეხების მაგივრად სკვერები, ბაღები ან მოედნები აეშენებიათ.

თბილისის მერის კახი კალაძის ინიციატივას პირველი მიმდევარი უკვე გამოუჩნდა და თბილისში, წერეთლის ქუჩა N93-ში მდებარე 7 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა. აღნიშნული ავტოფარეხების დემონტაჟი თვით მოსახლეობის მოთხოვნა იყო. წერეთლის N93-ში აღებული ავტოფარეხების მაგივრად დაირგვება ხეები, და ბავშვებისთვის გაკეთდება გასართობი პარკი.

აღსანიშნავია, რომ შვიდივე ავტოფარეხი ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დაინგრა.

1
159
შეფასება არ არის
ავტორი:ლავრენტი კვარაცხელია
ლავრენტი კვარაცხელია
159
  
2018, 28 აპრილი, 0:49
როგორც აგირჩიეთ,ისე გადაგირჩევთ.
0 1 1