სხვა კულინარიული ხრიკები, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ 2018, 27 აპრილი, 12:09 სამზარეულოში ფუსფუსი უამრავი დიასახლისის საყვარელი საქმიანობაა, განსაკუთრებით ადვილი და სასიამოვნოა კერძების მომზადება მაშინ, როდესაც კულინარიული ხრიკები იცით და საკვებიც განსაკუთრებულ გემოსა და ელფერს იძენს. წარმოგიდგენთ საკმაოდ საჭირო და გამოსადეგ კულინარიულ ხრიკებს: 1) თუ გნებავთ რომ ბოსტნეულის სალათი განსაკუთრებულად არომატული გამოვიდეს დაამატეთ მას ცოტაოდენი ვანილი. 2) ხორცი განსაკუთრებით გემრიელი გამოგივათ თუ მას ბროწეულის წვენში შეწვავთ. 3) თუ გნებავთ ბულიონი გამჭირვალე გამოვიდეს ჩააგდეთ ქვაბში ყინულის კუბი. 4) თუ გნებავთ რომ მარილი "გაანელოთ " დაამატეთ კერძში ლიმონის წვენი. ის აქრობს ჭარბი მარილის გემოს. 5) თუ გნებავთ რომ ხორცი რბილი და წვნიანი იყოს შეწვის შემდეგ გაახვიეთ ფოლგაში. 6) თუ გნებავთ რომ ყავა, კაკაო, ცხელი შოკოლადი უფრო გემრიელი გამოგივიდეთ დაამატეთ მწიკვი მარილი 7) ხახვი დაბრაწული და გემრიელი გამოგივათ თუ შეწვისას შაქარს დაამატებთ. 594 6-ს მოსწონს
|