x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135687
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510053
ჩინელმა მამაკაცმა რამდენიმე მილიონი წააგო ლატარეაში,შემდეგ კი ბილეთების ჯიხური გადაწვა

image
ჩინელ მამაკაცს შანხაიდან, 41 წლის სიუ ჩაოს(Xu Chao)ოთხი წელი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ლატარიის ჯიხურის გადაწვის გამო.


როგორც South China Morning Post-ი იუწყება ჩინელმა მამაკაცმა 7 წლის განმავლობაში ლატარიის ბილეთებში დახარჯა 6 მილიონი იუანი(US$950, 000), საშუალოდ ყოველ ჯერზე სიუ ჩაო 20 000 იუანს ხარჯავდა ლატარიის ბილეთებზე, აზარტზე და თამაშზე დამოკიდებულმა მამაკაცმა ამ ხნის განმავლობაში გაყიდა საკუთარი და მშობლების სამი სახლი, ამასთანავე იგი სესხულობდა ფულს ნათესავებისგან, კოლეგებისგან, მეგობრებისგან და მევახშეებისგან, თამაშზე დამოკიდებულების გამო მას ცოლი გაექცა, ამ ხნის განმავლობაში (4 წლის წინ)მან ერთხელ შეძლო მსხვილი თანხის მოგება- 1 მილიონი იუანის ოდენობით(160 000$)მაგრამ ყველას დაუმალა ამის შესახებ და მოგებული თანხით ისევ ბილეთები იყიდა.


გასული წლის ოქტომბერში სიუ ჩაომ სამსახური დაკარგა და უმუშევარი დარჩა, თუმცა ლატარიის ბილეთების ყიდვას აქტიურად განაგრძობდა, ერთხელ ლატარიის კიოსკის გამყიდველს ბილეთები ნისიად თხოვა, გამყიდველმა უარი უთხრა და ჯერ ძველი ვალის დაფარვა მოსთხოვა, ამის შემდეგ განრისხებულმა მამაკაცმა კიოსკი გადაწვა.



სასამართლოზე მამაკაცმა აღიარა, რომ სუიციდს აპირებს, ამიტომ დანაშაულის ადგილიდან არც უფიქრია გაქცევა.

image
იხილეთ აგრეთვე

image

1
132
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
132
  
2018, 27 აპრილი, 12:10
ნეტა ამ ხალხს ტვინი სად აქვთ
0 1 1