კაბები 10 კაბა (პატარა შავი, წითელი, ფუტლიარი...), რომელიც ყოველთვის მოდაშია 2018, 28 აპრილი, 10:27 დღეს ზოგიერთი ქალბატონის ტანსაცმლის კარადა, სიდიდით, მაღაზიის საწყობს არ ჩამოუვარდება. მაგრამ, მოდის ხშირი ცვლილების გამო, შეუძლება, საჭიროების შემთხვევაში, შესაფერისი ჩასაცმელი ვერ მოინახოს. ამიტომ, ემატება და ემატება გარდერობს ახალ-ახალი ნივთები. ხოლო, თაროებზე სამოსის ტევა აღარ არის... სახლი მართლა საწყობს რომ არ დაემსგავსოს, საკმარისია გქონდეთ 10 საბაზო კაბის, რომელიც მოდიდან არასდროს გამოდის და გამუდმებით სავაჭრო ცენტრებში სირბილი საჭირო არ იქნება. ამასთან, ჩაცმისადმი ასეთი მიდგომა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ძალიან მომგებიანია. პატარა შავი კაბა ![]() ეს მარადიული კლასიკაა, რომელიც ლეგენდარულმა კოკო შანელმა დაამკვიდრა მოდაში. ეს კაბა მოდის მიღმა არსებობს და აქტუალობას არასდროს კარგავს. ასეთი კაბისთვის ფეხსაცმლის და აქსესუარების შერჩევა ძალიან მარტივია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის შეიძლება ნებისმიერი ფაქტურის: ტყავი, მაქმანი, ხავერდი... შერეული იყოს. წითელი კაბა ![]()
ეს ფერი ძალიან უხდებათ ფერმკრთალ, ღია ფერის გოგონებს, ხოლო შედარებით მუქი კანის შემთხვევაში, არჩევანი მონარჯისფერო წითელზე და ფუქსიზე უნდა გაკეთდეს. გრძელი კაბა
მაღალი და ვიწროწელიანი გოგონებისთვის, არჩევანი უფრი დიდია. რაც შეეხება მინიატურულ გოგონებს და ქალბატონება, აქაც შეიძლება შესაფერისი სტილის მოძებნა – მაგალითად, კაბის ქვედანაწილი, იატაკიდან, შეიძლება სხვადასხვა სიმაღლეზე იყოს, ან იყოს მართკუთხედის თარგის, გვერდებში შეხსნილი, ყოველგვარი დამატებითი ელემენტების გარეშე. კაბა-ფუტლიარი ![]()
ტრაპეცია ![]()
კაბა-პერანგი ![]()
ასეთი კაბით მოსახერხებელია ქალაქში სეირნობა, განსაკუთრებით, შვებულების ან მოგზაურობის დროს. ის შეიძლება გრძელი ან ძალიან მოკლე იყოს. მისი ჩაცმა სამუშაოზეც შეიძლება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თუ კაბა მეტისმეტად მოკლეა, მისი ტარება უმჯობესია ჯინსის მოკლე ქვედაბოლოს, შორტის ან შარვლის კომბინაციაში. მაქმანის თეთრი კაბა ![]()
კაბა შეიძლება მთლიანად მაქმანის იყოს ან მისი ზოგიერთი დეტალი შეიცავდეს მაქმანებს. განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება მინი კაბა, სიგრძეზე ოდნავ მოკლე სარჩულით. კოქტეილის კაბა
კოქტეილის კაბის ჩაცმა, ასევე შეიძლება სხვადასხვა სახის წვეულებებზე, დისკოთეკაზე, კაზინოში ან ღამის კლუბში, კაფეში, კორპორატიულ შეხვედრებზე და სკოლის ან უნივერსიტეტის ბანკეტებზე. კოქტეილის კაბა, შეიძლება ითქვას, რომ — გარდერობის ნამდვილი ჰიტი არის. საღამოს გრძელი კაბა ![]()
ჩვეულებრივ, ასეთი კაბის ქვედა ნაწილი ყოველთვის დიდი და მოცულობითია. ამიტომ, ზედა ნაწილი, ღია და სახელოების გარეშე უნდა იყოს. თუმცა, ყველაფერი, მაინც პატრონის გემოვნებაზე არის დამოკიდებული. ყოველდღიური ![]()
![]() ![]() ![]() ყოველდღიური ჩაცმის სტილი მოდის ექსპერტისგან სამოსთან დაკავშირებული 20 ელემენტარული ხრიკი, რომლის არცოდნა სირცხვილია 14 რჩევა, დაბალი ბიუჯეტით, მდიდრული და დახვეწილი იმიჯის შესაქმნელად 721 6-ს მოსწონს
|