x
image
Teklamaisuraze
ალექსი კიკვიძე ...გაიცანით მეფე
ყველაზე პოზიტიური მონაწილე

imageimage


უფულო რომ ვარ, გულით ვარ მდიდარი

imageimage


- წყალტუბოში დავიბადე. მამამ ადრე მიგვატოვა, მაშინ 3 წლის ვიქნებოდი, ორი შვილი დავრჩით დედას. მამამ შემდეგ სხვა ოჯახი შექმნა, საიდანაც ერთი ძმა კიდევ მყავს. მამის სითბო არ მახსოვს. 5 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. დედასთვის არაფერი მიკითხავს მათი დაშორების შესახებ, ვხვდებოდი, რომ არ სიამოვნებდა ამ თემაზე ლაპარაკი. 7 წლამდე წყალტუბოში ვიზრდებოდი. დედა მოსკოვში წავიდა სამუშაოდ და მალე ჩვენც წაგვიყვანა. სკოლა მოსკოვში დავამთავრე. რუსული განათლება მაქვს, მაგრამ დამავიწყდა უკვე ეს ენა. 2000 წელს დავბრუნდი თბილისში. დედა 3 წლის წინ გარდამეცვალა, 54 წლის ასაკში, მაგრამ სხვა თემაზე ვისაუბროთ რა, არ მიყვარს თავის შეცოდება...


imageimage

- ჰო, მგონი არ დარჩენილა მიწისქვეშა გადასასვლელი ქალაქში, სადაც არ დამიკრავს. მოსკოვიდან რომ დავბრუნდით, შოთა მილორავას სახელობის საცირკო-საესტრადო სასწავლებელში ჩავაბარე ვოკალის განხრით. 4 წელი ვისწავლე, დიპლომი არ ამიღია, რაში დამჭირდება-მეთქი, ვიფიქრე. მერე გიტარაზე დაკვრა ვისწავლე.

5 წელი ვუკრავდი ქუჩაში. ძალიან დიდი სამეგობრო შევიძინე. აუდიტორია დიდი მყავდა, ჩემი მაყურებელი ყოველ საღამოს მოდიოდა. ეტყობა, ჩემი იუმორიც მოსწონდათ, რაშიც ლუდი მეხმარებოდა (იღიმება). შოუებს ვდგამდი.

imageimage

- ასე ნაშოვნი ფული საკმარისი იყო იმისთვის, რომ ოჯახი გერჩინა? ვიცი, რომ გყავს ცოლი, ორი შვილი...
- საკმარისი არ იყო, რა თქმა უნდა, პატარებს ბევრი რამ სჭირდებათ, მაგრამ ესაა ჩემი საქმე, მე სხვა არაფერი შემიძლია.
- მეუღლე როგორ გაიცანი?
- სადაც ბინა ვიქირავე, მეზობლად ცხოვრობდა ჩემი მომავალი მეუღლე. 15 წლის იყო მაშინ, მე - 19-ის. გიტარაზე ვუკრავდი და ეტყობა, ამით მოვხიბლე თამთა. 3 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. 18 წლის რომ გახდა, ვუთხარი, გავიპაროთ-მეთქი და გავიპარეთ. ტიროდა გზაში, დედაჩემი მომკლავსო. 15 ლარი მქონდა ჯიბეში. ორი პური და ერთი „კოკა-კოლა“ ვიყიდეთ, ჩავსხედით ავტობუსში და წავედით თერჯოლაში დედაჩემის ბიძაშვილთან. რომ მოგვშივდა, პური გამხმარი დაგვხვდა. ვჭამდით ამ გამხმარ პურს და ადუღებულ „კოკა-კოლას“ ვაყოლებდით. 2 დღეში ჩამოგვაკითხეს თამთას მშობლებმა. ცოტა ანგრეული სახეები კი ჰქონდათ, მაგრამ არ მოგვკლეს, გადავრჩით. დღესაც უკმაყოფილოა ჩემით ცოლის ოჯახი.



0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0