პროზა ,,ჩემი ბრაზი ქალების სახელს ატარებდა,, -რას მოგვითხრობს ,, პილატეს სახარება,, 2018, 26 აპრილი, 0:48 ფრანგი მწერლის, ერიკ ემანულ შმიდტის “ პილატეს სახარებამ“ საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. ნაწარმოებმა მკითხველთა დიდ ნაწილში აღფრთოვანება დაიმსახურა, თუმცა გამოჩნდნენ ისინიც, ვინც მას ბრალს მკრეხელობაში სდებდნენ. ნაწარმოებში იესო ქრისტეს ადამიანური ბუნებაა ხაზგასმული და საინტერესო პრიზმაშია განხილული არაერთი საკითხი, მაგალითად, ქალების ყოფა პატრიარქალურ საზოგადოებაში, რელიგიის, რწმენის და ღმერთის შესახებ ახალგაზრდა ბიჭის შეხედულებები, რომელიც სხვას არ ჰგავს. ის პრობლემატიკა, რომელსაც ნაწარმოებში ვხვდებით, სამყაროსავით ძველია და არც დღეს დაუკარგავს აქტუალობა, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ შემეგი ციტატა: შმიდტი ამ ნაწარმოებით გვიბიძგებს დავფიქრდეთ, მოითხოვს თუ არა ღმერთი სინამდვლეში ჩვენგან იმას, რასაც ვაკეთებთ მისი სახელით? სჭირდება თუ არა ამხელა მსხვერპლი მას? არის თუ არა ღმერთი ის, ვინც ჩვენ გვგონია და ასე შემდეგ. ამდენად, , პილატეს სახარება“ ნამდვილად ეკუთვნის თანმედროვე ლიტერატურის ძნელად დასავიწყებელი წიგნების მცირე სიას. 100 7-ს მოსწონს
|