x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
დედამიწა 220 მილიონი წლის წინ

დედამიწა 220 მილიონი წლის წინ


პალეო-დედამიწის ვიზუალიზაციის პროექტი აერთიანებს დედამიწის ხმელეთისა და ღრუბლის საფარის ამჟამინდელ გამოსახულებას გეოლოგების რეკონსტრუქციებით. რეკონსტრუირებულია როგორც წარსულში დედამიწის ხმელეთის, მიწების, კონტინენტების, ოკეანეების განლაგება, ასევე გათვალისწინებულია იმდროინდელი კლიმატი, თუ როგორი იყო ის და აქედან გამომდინარე აღდგენილია სურათი დიდი სიზუსტით, თუ როგორი იქნებოდა და როგორ გამოჩნდებოდა დედამიწა კოსმოსიდან 220 მილიონი წლის წინ, ტრიასული პერიოდის დასაწყისში, დინოზავრების ერის გარიჟრაჟზე, როდესაც ისინი იწყებდნენ ზომაში ზრდას და დედამიწის დომინანტ არსებებად ჩამოყალიბებას. სწორედ ამ დროს როდესაც დგებოდა დინოზავრების აისი და აღმავლობა, დედამიწის ყველა კონტინენტი შეიკრიბა ერთ დიდ სუპერკონტინენტად - პანგეად. დედამიწის ისტორიის ეს პერიოდი კარგადაა დოკუმენტირებული და შესწავლილი გეოლოგიაში. სწორედ ამ მიზეზით მაშინდელი დედამიწის სურათის აღდგენა საკმაოდ მაღალი სიზუსტით მოახერხეს მეცნიერებმა.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
113
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0