საბუნებისმეტყველო ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტური ლანდშაფტი 1.2 მილიარდი წლის წინ 2018, 25 აპრილი, 3:13 დაახლოებით 1, 2 მილიარდი წლის წინ დედამიწის ფილების ტექტონიკურმა მოძრაობამ ერთმანეთისკენ უბიძგა ქერქის ფრაგმენტებს და შექმნა სუპერკონტინენტი - როდინია (რაც ნიშნავს "სამშობლოს" რუსულ ენაზე). როდინია დედამიწაზე დომინანტური სუპერკონტინენტი გახლდათ დაახლოებით 350 მილიონი წლის განმვალობაში. როდინიას ზუსტი ზომა და კონფიგურაცია ცნობილი არაა და დღემდე საკამათო საკითხარდ რჩება მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებაში. ითვლება, რომ ის ტერიტორია, რომელიც ახლა წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს, ესაზღვრებოდა დასავლეთ სამხრეთ ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპირო კი ავსტრალიის და ანტარქტიკის გვერდზე მდებარეობდა. ამ ხნის განმავლობაში ვაშინგტონის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი წვიმების სეზონები, რაც იწვევდა საკმაოდ დიდი რაოდენობის ქვიშის და ტალახის დაგროვებას ამ ტერიტორიაზე. ლანდშაფრტი აქ იყო ჟანგისფერი, მოწითალო და არა მწვანე და მცენარეებით დაფარული, ვინაიდან დედამიწაზე მცენარეული სიცოცხლე ჯერ მხოლოდ ერთგვაროვანი წყალმცენარეების დონეზე იყო განვითარებული და არ ჰქონდა დაფარული მათ ხმელეთი. დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადი მხოლოდ 5%-ით იყო წარმოდგენილი. დედამიწის ერთადერთ ოკეანეზე კი გადაუღებელი წვიმები და შტორმი ბობოქრობდა. ხმელეთს ხშირად ატყდებოდა თავს აბობოქრებული წყლის მძვინვარება. როდინაზე დიდი წყალდიდობები ჩვულებრივი მოვლენა გახლდათ. ამ გაპარტახებულ და ძალადობრივ ბუნებრივ პირობებში ჩამოყალიბდა ვაშინგტონის პირველი კლდეები 1.5 მილიარდიდან 700 მილიონი წლის წინ პერიოდში. ამ დროის განმავლობაში დაგროვდა დანალექი ქანები, რომლებმაც წარმოშვეს კლდეები იმ ტერიტორიებზე სადაც ახლა მდებარეობს ვაშინგტონი, ალბერტა, ბრიტანეთის კოლუმბია მონტანა და აიდაჰო. ამ კლდეებს მეცნიერებმა"ქამრის სუპერჯგუფი" დაარქვეს მიმდებარე დაბის სახელობაზე. ქამრის სუპერჯგუფის კლდეები წარმოდგენილიაქვიშაქვის, სილვესტონისა და კირქვისგან. ეს კლდეები ცნობილია იმით, რომ შესანიშნავად აქვს შემონახული უძველესი წარსულის ცოცხალი ფორმების განამარხებული ფორმები და პალეონტოლოგების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. აქ მრავლადაა ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების, ციანობაქტერიების, სტრომატოლიტების, კომბოსტოს მსგავსი ნამარხი ფორმები. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 76 2-ს მოსწონს
|