x
image
ციცი
Mediator image
ეჭვიანი ქალი გაშიშვლდა და სასწრაფო დახმარების მანქანას გზა გადაუკეტა

image











38 წლის ჩინელი ქალბატონი ჩჟან ში, რომელსაც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი შური ეძია თავისი ქმრის საყვარელზე, მთლიანად გაშიშვლდა და დაწვა იმ გზაზე, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანას უნდა გამოევლო, რომლითაც სავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ სიკვდილის პირას მყოფი ქალი და მისი 4 წლის გოგონა. დაზარალებული საყვარელი, სახელად ვონგი, გახდა მსხვერპლი ჩჟან შის ეჭვიანობის. ჩჟან შიმ, რომელიც მართავდა ავტომობილს, მთელი სისწრაფით, გამიზნულად დააჯახა მანქანა თავის კონკურენტს, რომელიც გადაადგილდებოდა ველოსიპედით თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად. ეჭვიანმა ჩინელმა, სასწრაფო დახმარების მანქანას არ მისცა საშუალება, რომ მძიმედ დაშავებულ დედა-შვილთან მისულიყვნენ. იგი არც პოლიციელების იარაღით მუქარას შეუშინდა. ასე იძია შური ეჭვიანმა ქალმა თავისი ქმრის საყვარელზე. როგორც ცნობილია სავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გოგონა გარდაიცვალა, ხოლო მისი დედა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ჩჟან ში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს და ადგილობრივი სისხლის სამართლის კოდექსით მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.

1
165
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
165
  
0 1 1