სხვა 10 რამ, რაც კატებს არ მოსწონთ 2018, 24 აპრილი, 17:40 ბევრ ადამიანს ძალიან გვიყვარს კატები. ისინი დამოუკიდებელი არსებები არიან და დიდად არ გვაწუხებენ. ამიტომ მათი მოვლა უფრო ადვილია და შესაბამისად შეიძლება რამდენიმეც კი ვიყოლიოთ სახლში. კატები თუ გვყავს, უნდა ვიცოდეთ ის, თუ რა მოსწონთ და რა არა, რომ გართულებები ავირიდოთ ..... გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც კატების უმეტესობას აღიზიანებს. 1. მანქანით მგზავრობა კატებს უყვართ სიმყუდროვე და არ მოსწონთ ცვლილებები. შეიძლება მგზავრობამ გამოიწვიოს მათი გულისრევა. თუმცა, არსებობს კატები, რომლებსაც მოსწონთ მგზავრობა. 2.ბანაობა კატები თავს კარგად ისუფთავებენ. მათ არ უყვართ წყალი და შესაბამისად, არც ბანაობა. წყალი შედარებით დიდ კატებს მოსწონს, ჩვეულებრივ ფისოებს კი ნაკლებად. ხშირი დაბანა კატების არც შეიძლება. 3.მუცელზე მოფერება ძალიან ბევრ კატას არ უყვარს მუცელზე მოფერება, ზოგჯერ ისინი ზურგზე წვებიან, მაგრამ არა იმისთვის, რომ მოეფეროთ. ეს მათი თავდაცვითი მდგომარეობაა და ამდროს მათი ოფერება, თქვენზე თავდასხმას გამოიწვევს. როცა კატა კრუტუნით გიახლოვდებათ, შესაძლოა მან მოგცეთ უფლება მუცელზეც მოეფეროთ. ამით ის, ნდობას გიცხადებთ. 4.ხმაური კატები მგრძნობიარენი არიან ხმაურის მიმართ. ისინი, ძალიან მძაფრად აღიქვამენ ხმაურს, ამიტომ ადვილად ღიზიანდებიან. 5.დავარცხნათუ კნუტობიდანვე არ შეაჩვევთ დავარცხნას ფისოებს, შემდეგ მისი მოვლა გაგიჭირდებათ. 6.უხეში მოფერებაკატებს მოსწონთ, როცა ნაზად ეფერებიან. უხეშმა მოფერებამ, ისინი შეიძლება აგრესიული გახადოს და არ მიგიკაროთ. 7.ბინძური ტუალეტი კატებს უყვართ სისუფთავე და მშრალი ადგილები. ისინი მძაფრად შეიგრძნობენ სუნსაც. დაუსუფთავებელ ტუალეტში, ისინი მეორედ არ მოისაქმებენ. 8.საკვები და წყალი თუ მოძველებულია დიდი ხნით დადებული საკვები კარგავს სუნს და გემოს, კატას ის აღარ მოსწონს ის. ასევე მათ არ უყვართ ძველი წყალი. ის დღეში ორჯერ უნდა გამოუცვალოთ, ხოლო საკვები ცოტ-ცოტა ულუფა დაუდეთ. 9.როცა მარტოს ტოვებთ სიბნელეში კატები სიბნელეში არცისე კარგად ხედავენ. ისინი ცოტათი უკეტესები არიან, ვიდრე ადამიანები. ამიტომ, მცირე სინათლე მაინც ჭირდებათ. გარდა ამისა, სიბნელეში თავს მიტოვებულად გრძნობენ. ამიტომ, თუ მარტო ტოვებთ, დაუტოვეთ სინათლე. 10.გადამეტებული ან არასაკმარისი ყურადღება მათ არ უყვართ არც ზედმეტი მზრუნველობა, არც ის, რომ ყურადღებას არ აქცევთ. მათ, სურთ "ოქროს შუალედი", ამიტომ ნუშეაწუხებთ როცა ისვენებს ან ძინავს. ხოლო, როცა ახლოს მოდის, ნუ კრავთ ხელს -მოეფერეთ . 526 7-ს მოსწონს
|