x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
რა სახის არსებები ცხოვრობენ საიდუმლოებებით მოცულ მარიანას ღრმულში?

მარიანას ღრმული - ვიწრო დეპრესია წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ფილიპინის ზღვაში. გადაჭიმულია დაახლოებით 2500 კმ-ზე მარიანას კუნძულების გასწვრივ. აქვს V-სებრი პროფილი, ციცაბო (ქანობი 7-9°) კალთები, ბრტყელი ძირი (სიგანე 1-5 კმ). სიღრმე 11023 მ (სიღრმე გაზომა 1957 წელს სსრკ-ს საკვლევ გემ „ვიტიაზის“ ექსპედიციამ, პირველი გაზომვა — 11034 მ), რითაც ის მსოფლიო ოკეანის უღრმესი ადგილია.


დაზუსტებით, რომელიც იაპონურმა ზონდმა აწარმოა 1995 წელს – 10920 მ–ს არ აღემატება. ბოლო გაზომვით კი, რომელიც 2011 წელს ამერიკულმა ოკეანოგრაფიულმა ექსპედიციამ ჩაატარა, დაფიქსირდა 10, 994 მ (± 40 მ) სიღრმე.


image


მსოფლიო ოკეანეების ჯერ კიდევ გამოუცნობი და შეუსწავლელი სიღრმეების მოყვარულთათვის და საზოგადოდ ყველასათვის ცნობილია, რომ ყველაზე ღრმა ადგილს მსოფლიო ოკეანეებში, წარმოადგენს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე – “მარიანას ღრმული”. კაცობრიობამ მის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არაფერი იცის და მისი შესწავლა დღესდღეობით კვლავაც ადრეულ კვლევათა სტადიაშია. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მისი წყლის უდიდესი სიღრმე შეიცავს ადამიანისათვის დიდ საფრთხეს, განუზომელად დიდი წყლის წნევის გამო.


image


"Nature Geosciences" გამოცემის თანახმად, მარიანას ღრმულში ძალიან ბევრი მიკროორგანიზმი ბინადრობს. XXI საუკუნის დასაწყისში ჩატარებულ კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მარიანას ღრმულში არსებობა შეუძლებელი იყო, თუმცა მიკროორგანიზმების არსებობის დამტკიცებამ მკვლევარები დააბნია. მკვლევარების განცხადებით მარიანას ღრმულიდან მიკროორგანიზმების გამოყვანა და კვლევების ჩატარება შეუძლებელია, ამიტომ შექმნეს სპეციალური აპარატები, რომელიც ადგილზე გამოიყენეს.


image



დანიელ მკვლევარებმა მარიანას ღრმულში პირველად მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს, თუმცა მოგვიანებით სხვა უცნაურ არსებესაც წააწყდნენ, თუმცა ესენი რომელი სახეობის არსებები იყვნენ ჯერ- ჯერობით უცნობია ან კიდევ გასაიდუმლოებულია.


image


შოტლანდიელი მკვლევარების განცხადებით, მარიანას ღრმულის მიკროორგანიზმები არიან ცალუჯრედიანები და იკვებებიან მკვდარი ორგანიზმებით, ძირითადად მცენარეებით. ღრმულში ფართომასშტაბიანი კვლევები 2010 წლიდან დაიწყო. რამოდენიმე მეცნიერთა ჯგუფმა კვლევა ჩაატარა - მიიღეს შედეგები, თუმცა უმეტესი ნაწილი გასაიდუმლოებულ იქნა.


1985 წელს, სკანდინავიელი მეცნიერების შესრულებით ჩატარებულ კვლევაში, ღრმულში გაგზავნილ იქნა 9 მეტრიანი აპარატი, თუმცა 3 საათის შემდეგ ამოღებულ სფეროსებულაპარატს დიდი "ნაკბენი" ეტყობოდა. გარდა ამისა, ღრმულიდან ამოსულ უცნაურ ხმამ მეცნიერები შეაშინა, ყველაფრისდა მიუხედავად მათ კვლევა გააგრძელეს, მაგრამ შედეგი არ გასაჯაროვდა. ოფიციალური ინფორმაციით აპარატი კლდეს დაეჯახა, თუმცა ეს რათქმაუნდა დაუჯერებელია, რადგან ექსპერტებმა ადგილზე ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც ცხადჰყო, რომ არანაირი კლდე ან მსგავსი რამ არიყო, რაც აპარატს ასე ძლიერ დააზიანებდა.

image


სხვადასხვა ისტორიის თუ ლეგენდის თანახმად, ზვიგენის სახეობის მსოფლიოს უდიდესი პრესიტორიული არსება, მეგალოდონი ზუსტად მარიანას ღრმულში კვლავ არსებობას განაგრძობს. რამდენად რეალურია ეს შოკისმომგვრელი ამბავი ჯერ-ჯერობით საზოგადოებისთვის უცნაობია, თუმცა ადგილზე კვლევების ჩატარების უფლებისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო. მარიანას ღრმულზე მეცნიერები დღემდე აწარმოებენ კვლევებს, მაგრამ ყველა ინფორმაცია გასაიდუმოებულია.


image







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}

1. ავტომოყვარულებო ყურადღებით - წარმოგიდგენთ 2018 წლის უახლეს, საუკეთესო მოდელებს

2. 73 000 კადრიდან, მსოფლიოს საუკეთესო პრესის ფოტოები გამოვლინდა!

3. 18 რამ, რაც 30 წლამდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ!

4. ტესტი - აიმაღლეთ ინტელექტი

5. „ხურდას თვლიდა… გამყიდველს სთხოვა, 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო” – რა მოხდა უბნის „მარკეტში”?


1
959
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
959
  
2018, 26 აპრილი, 21:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1