საზოგადოება ერევანში ჯარი ხალხის გვერდით დადგა და აქციას შეუერთდა (ვიდეო) 2018, 23 აპრილი, 15:13 ![]() სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე პროცესებში ძალოვანი უწყებები ჩაერთვნენ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ჯარმა სამხედრო ბაზები დატოვა და საპროტესტო აქციაზე მყოფ ხალხს შეუერთდა. მოსახლეობა ჯარის მათ გვერდით დგომას ემოციურად შეხვდა. შეგახსენებთ, მასშტაბური საპროტესტო აქციები სომხეთში პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე სერჟ სარქისიანის არჩევის გამო დაიწყო. შეგახსენებთ ის ორი ვადით ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, ამჯერად კი სარქისიანი პრემიერ მინისტრის პოსტზე აირჩიეს. მას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 17 კი წინააღმდეგი იყო. 402 1-ს მოსწონს
|