x
რომელი ქვეყნები შედიან შენგენის ზონაში? რა კრიტერიუმებით განისაზღვრება ევროკავშირის წევრობა?
1)რა არის შენგენის შეთანხმება?


1985 წლის 14 ივნისს ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები შეთანხმდნენ, თანდათანობით გაეუქმებინათ საერთო სასაზღვრო კონტროლი და შემოეღოთ გადაადგილების თავისუფლება ხელმომწერი წევრი სახელმწიფოების, სხვა წევრი სახელმწიფოების ან მესამე სახელმწიფოების მოქალაქეებისათვისimage1985 წლის 14 ივნისი, „საპასპორტო საბაჟო კონტროლის გაუქმების შესახებ ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის“ შეთანხმებას ხელს აწერენ ქეთრინ ლალუმიერი (საფრანგეთი), ვალდემარ შრეკენბერგერი (გერმანია), პოლ დე კისმარკერი (ბელგია), რობერტ გებელსი (ლუქსემბურგი), ვინ ვან ეკელენი (ნიდერლანდების სამეფო) ლუქსემბურგის პატარა სოფელში, შენგენში, სადაც ლუქსემბურგის, გერმანიისა და საფრანგეთის საზღვარი იკვეთება

2)დღეისათვის რამდენ ქვეყანას აერთიანებს შენგენის ხელშეკრულება? შედის თუ არა დიდი ბრიტანეთ შენგენის ზონაში?

შენგენის ხელშეკრულება 26 ქვეყანას აერთიანებს:


ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას:

ავსტრიას, ბელგიას, ჩეხეთის რესპუბლიკას, დანიას, ესტონეთს, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, საბერძნეთს, უნგრეთს, იტალიას, ლატვიას, ლიტვას, ლუქსემბურგს, მალტას, ნიდერლანდებს, პოლონეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, სლოვენიას, ესპანეთსა და შვედეთს;

ევროკავშირის 4 არაწევრ ევროპულ ქვეყანას: შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტეინს.

აღნიშნული ქვეყნები ერთად ქმნიან შენგენის ზონას.

შენგენის ზონის 4 კანდიდატი ქვეყანაა: ბულგარეთი, კვიპროსი, ხორვატია და რუმინეთი.

დიდი ბრიტანეთი და ირლანდია არ არიან შენგენის ზონის წევრები.

3) რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა, რომ ის გახდეს ევროკავშირის წევრი?image

ევროკავშირში გაწევრების კრიტერიუმები (კოპენჰაგენის კრიტერიუმები) და პროცედურა
ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის I პუნქტის მიხედვით, ევროპულ კავშირში გაწევრების შესახებ განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც პატივს სცემენ და მათ მხარს უჭერენ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლში ჩამოთვლილ ღირებულებებს. აღნიშნული მუხლის დებულება მოიცავს ევროპულ კავშირში გაწევრების როგორც გეოგრაფიულ, ასევე პოლიტიკურ კრიტერიუმებს.
1993 წელს, ევროპულმა საბჭომ კოპენჰაგენის (დანია) სამიტზე აღიარა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უფლება, შეუერთდნენ ევროპის კავშირს, თუ დააკმაყოფილებენ შემდეგ სამ კრიტერიუმს:

პოლიტიკური – აქვს სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე აგებენ პასუხს;

ეკონომიკური – აქვს მოქმედი ეკონომიკური ბაზარი და ძალუძს, თავი გაართვას კონკურენტულ წნეხსა და საბაზრო ფასებს ევროკავშირის ფარგლებში;

სამართლებრივი – იღებს ევროკავშირში დაწესებულ კანონებსა და პრაქტიკას, კონკრეტულად კი, პოლიტიკური, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის ძირითად მიზნებს.

4) რომელი ქვეყნები შედიან ევროკავშირში?

image

1957 ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები
1973 დანია, ირლანდია და გაერთიანებული სამეფო
1981 საბერძნეთი
1986 ესპანეთი და პორტუგალია
1995 ავსტრია, ფინეთი და შვედეთი
2004 ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, უნგრეთი, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია
2007 ბულგარეთი და რუმინეთი
2013 ხორვატია

0
1670
შეფასება არ არის
ავტორი:ნუგზარ გოგბერაშვილი
ნუგზარ გოგბერაშვილი
1670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0