მოვლენები ისტორიული პერფომანსი ძველი თბილისის სტილში 2018, 23 აპრილი, 11:10 ![]() ![]() ძველი თბილისის სტილის და ატმოსფეროს შექმნა ახალი სეზონის გახსნის ცერემონიაზე თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებს გადაეცა. როგორი იყო ეს ღონისძიება. ![]() ![]() ![]() თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი ქართველი მსახიობის მედეა ჯაფარიძის საპატივცემულოდ შესრულდა. ცერემონია თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის ბაღის ტერიტორიაზე გაიმართა . ![]() ![]() ორგანიზატორები ცერემონიაზე მაქსიმალურად ცდილობდნენ ცნობილი კომედიური ფილმის "ქეთო და კოტეს" ატმოსფეროს შექმნას, რომელიც გადაიღეს 1948 წელს, რომელიც პიესა "ხანუმაზეა" დაფუძნებული, სადაც XX საუკუნის დასაწყისის მოვლენებია მოთხრობილი. ![]() ![]() სტუმრებს გახსნაზე გოგონები ისეთი კაბებით გამოწყობილნი მიესალმნენ, როგორც ფილმ "ქეთო და კოტეს" გმირს მედეა ჯაფარიძეს ეცვა. ბაღში მამაკაცები კინტოების ფორმებით და ჩოხებით დასეირნობდნენ. ![]() ![]() ![]() ![]() ისმოდა მუსიკის ხმა, მთელი ტერიტორია გაფორმებული იყო ლამაზი დეკორაციებით და ყვავილებით. ამავდროულად, მოდური დღესასწაულის სტუმრებს უმასპინძლებოდნენ ისეთი ნუგბარით, როგორც ადრე სოფლის მეურნეობის ბაზრობაზე იყო ხოლმე. ![]() ლეგენდარული ქართველი ქალებისადმი მიძღვნილი დღესასწაული თბილისის მოდის კვირეულისთვის უკვე ტრადიციად იქცა. ქორეოგრაფ ნინო რამიშვილის, მსახიობ სოფიკო ჭიაურელის, მხატვარ ელენე ახვლედიანის შემდეგ ორგანიზატორებმა გახსნის ცერემონია ლეგენდარულ ქართველ მსახიობ მედეა ჯაფარიძეს მიუძღვნეს. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 47 5-ს მოსწონს
|