მოვლენები ისტორიული პერფომანსი ძველი თბილისის სტილში 2018, 23 აპრილი, 11:10 ძველი თბილისის სტილის და ატმოსფეროს შექმნა ახალი სეზონის გახსნის ცერემონიაზე თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორებს გადაეცა. როგორი იყო ეს ღონისძიება. თბილისის მოდის კვირეულის ახალი სეზონი ქართველი მსახიობის მედეა ჯაფარიძის საპატივცემულოდ შესრულდა. ცერემონია თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის ბაღის ტერიტორიაზე გაიმართა . ორგანიზატორები ცერემონიაზე მაქსიმალურად ცდილობდნენ ცნობილი კომედიური ფილმის "ქეთო და კოტეს" ატმოსფეროს შექმნას, რომელიც გადაიღეს 1948 წელს, რომელიც პიესა "ხანუმაზეა" დაფუძნებული, სადაც XX საუკუნის დასაწყისის მოვლენებია მოთხრობილი. სტუმრებს გახსნაზე გოგონები ისეთი კაბებით გამოწყობილნი მიესალმნენ, როგორც ფილმ "ქეთო და კოტეს" გმირს მედეა ჯაფარიძეს ეცვა. ბაღში მამაკაცები კინტოების ფორმებით და ჩოხებით დასეირნობდნენ. ისმოდა მუსიკის ხმა, მთელი ტერიტორია გაფორმებული იყო ლამაზი დეკორაციებით და ყვავილებით. ამავდროულად, მოდური დღესასწაულის სტუმრებს უმასპინძლებოდნენ ისეთი ნუგბარით, როგორც ადრე სოფლის მეურნეობის ბაზრობაზე იყო ხოლმე. ლეგენდარული ქართველი ქალებისადმი მიძღვნილი დღესასწაული თბილისის მოდის კვირეულისთვის უკვე ტრადიციად იქცა. ქორეოგრაფ ნინო რამიშვილის, მსახიობ სოფიკო ჭიაურელის, მხატვარ ელენე ახვლედიანის შემდეგ ორგანიზატორებმა გახსნის ცერემონია ლეგენდარულ ქართველ მსახიობ მედეა ჯაფარიძეს მიუძღვნეს. 47 5-ს მოსწონს
|