შოუბიზნესი სილამაზის კონკურსში გამარჯვებულმა გოგონამ მაკიაჟის ჩამოშორების შემდეგ ჟიური გააოგნა 2018, 21 აპრილი, 0:05 გაიცანით – ეს არინა ალიევაა, რომელმაც მაშინვე დაიპყრო სილამაზის კონკურსის ინტერნეტ- მაყურებელი. 4 000 -ზე მეტ პრეტენდენტებში ხმის მიცემის შედეგების მიხედვით ეს ლამაზმანი საუკეთესოების შორის მოხვდა. მაგრამ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მაკიაჟის და პარიკის ქვეშ ბიჭი იმალება! ილაუ დიაგილევი ყაზახეთიდან 22 წლისაა. ის სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობს, მონაწილეობს ფოტოსესიებში და გამოდის პოდიუმზე. მან მეგობრებთან კამათის შემდეგ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა. ბიჭს სურდა დაემტკიცებია მეგობრებისთვის, რომ თანამედროვე მოდა გოგონებს ერთი ტიპის, ცარიელ პიროვნებებად აქცევს. და იმისთვის, რომ თავისი სიტყვების სიმართლე დაემტკიცებია, ილაიმ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ერთ-ერთ სილამაზის კონკურსზე, როგორც გოგოს. (იხილეთ ვიდეო) შედეგად ის გავიდა Miss Virtual Kazakhstan-ის კონკურსის ფინალში თუმცა, ქალის სილამაზის იდეალი სულაც არ ჭირდებოდა ილაის. ამიტომ, გავიდა რა ფინალში, მან განაცხადა, რომ იყო ბიჭი და მის ადგილზე სხვა გოგონა გავიდა საბოლოოდ. "ყოველთვის მომხრე ვიყავი ბუნებრივი სილამაზისა. ახლა, თქვენც ხედავთ, რომ ყველა გოგონა ერთი ტიპისაა, ერთნაირად იღებებიან, იცვამენ და თვლიან, რომ თუ მოდას მისდევევნ, ლამაზები არიან. მე ასე არ ვთვლი!" – თავისი აზრი გამოთქვა ილაიმ. (იხილეთ ვიდეო)ექსპერიმენტის ბოლოს ილაიმ თქვა: "სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი იმით, რომ ბევრმა დაუჭირა მხარი ამ ჩემს ნაბიჯს. მე არ მოგიწოდებთ მოიტყუოთ ან გოგოებივით ჩაიცვათ, მსურს საზოგადოების ყურადღება მივაქციო იმაზე, რომ ერთი სტანდარტი არაა მნიშვნელოვანი. საჭიროა ყოველი ადამიანის ბუნებრიობა და ინდივიდუალურობა. ლამაზი და მოდური არის ის, რაც გიხდებათ, და არა ის, რასაც სადღაც აჩვენებენ". გირჩევთ ნახოთ წარმოდგენილი ვიდეო და მეტი შეიტყოთ ალმაატელი ილაი დიგილევის ამ უჩვეულო და შოკისმოგვრელ ექსპერიმენტზე! რა შეიძლება ითქვას. სიტუაცია კურიოზულია და მხოლოდ ჩვენს შეშლილ საუკუნეში შეიძლებოდა მომხდარიყო. თქვენ რა აზრის ხართ ქალის სილამაზის სტანდარტებზე? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში! 5963 10-ს მოსწონს
|