x
image
WhiteBlack
ჯარისკაცი,რომელმაც II მსოფლიო ომის დამთავრების შესახებ 1974 წელს შეიტყო.

imageხირო ონოდა - უმცროსი ლეიტენანტი იაპონიის შეიარაღებული სამხედრო რაზმის მზვერავი, რომელიც იბრძოდა II მსოფლიო ომის დროს, დანებდა მხოლოდ 1974 წელს.
ონოდა სწავლებას გადიოდა სავარჯიშო ბანაკ ნაკანოში, რომელიც განლაგებული იყო კუნძულ ლუბანგაზე(ფილიპინები).ის იმყოფებოდა იქ, როდესაც კუნძული მოკავშირეთა რაზმმა აიღო.
1944 წლის 17 დეკემბერს მაიორმა ტანიგუტიმ 22 წლის ლეიტენანტ ონადას უბრძანა პარტიზანულ რაზმს გაძღოლოდა.
სამხედრო მოსამსახურეების დიდი ნაწილი ან ტყვედ იქნა აყვანილი, ან ბრძოლის დროს დაიღუპა.ონოდა და მისი სამი მებრძოლი ჯუნგლებში დაიმალნენ. ერთ-ერთი მათგანი 1950 წელს ფილიპინების არმიას ჩაბარდა. მეორე 1954 წელს მოკლეს ხოლო უკანასკნელი 1972 წელს.
1959 წელს ონოდა იაპონიაში ოფიციალურად გამოაცხადეს, როგორც გარდაცვლილი.
ონოდა იპოვნა იაპონელმა სტუდენტმა ნორიო სუძუკიმ, მაგრამ თავიდან მან არ დაიჯერა, რომ ომი დამთავრდა.სუძუკი დაბრუნდა იაპონიაში და ონოდას მეთაურს მაიორ ტანიგუტის ყველაფერი უამბო.ეს უკანასკნელიც არ დაყოვნდა, სასწრაფოდ კუნძულზე გადაფრინდა და ონოდას აუხსნა ყველაფერი, რომ ომი უკვე დასრულდა, ხოლო იაპონია დამარცხდა და ლეიტენანტს იარაღის დაყრა უბრძანა. 1974 წლის 10 მარტს ონოდა გამოვიდა ჯუნგლებიდან და ფილიპინელებს ჩაბარდა.ომის დამთავრებიდან 29 წლის შემდეგაც კი მას მთელი აღჭურვილობა თან ჰქონდა.გამართული საბრძოლო შაშხანა "არისაკა 99" და მისი 500 ვაზნა.
რამდენიმე ხელყუმბარა და სამურაის ხმალი. ჯუნგლებიდან დაბრუნების შემდეგ ონადა გაემგაზვრა ბრაზილიაში სადაც მეცხოველეობას მიჰყო ხელი და 1979 წელს ცოლიც მოიყვანა.
მოგვიანებით კი დაწერა საკუთარი მემუარები სახელწოდებით: "არ დანებდე, ჩემი 30 წლიანი ომი".

2
1284
8-ს მოსწონს
ავტორი:WhiteBlack
WhiteBlack
1284
  
2013, 5 თებერვალი, 15:13
აეგ არის მეომარი
2012, 5 ოქტომბერი, 21:31
მალადეეც
0 1 2