თქვენ იცით თუ არა, რომ თითოეული ადამიანის სახლში თავისი ენერგეტიკა ბატონობს. ერთი შეხება და - ეს უკვე ახალი ენერგეტიკული კვალია. მთელი საცხოვრებელი ფართი ასეთი ნაკვალევითაა სავსე.
რა თქმა უნდა სტუმრებს თქვენ იწვევთ და ახლობლებს ან მეგობრებსაც თქვენც სტუმრობთ. სტუმართმოყვარეობა გენეტიკურად დევს ბევრ ერში და ხშირად არა მარტო ყავით და ორცხობილით ვუმასპინძლდებით მათ, ნამდვილ ბანკეტებსაც კი ვუკეთებთ ორგანიზებას.
ყველაზე არასასიამოვნო – თეფშების და ჭიქების კოშკებია სამზარეულოს წყლის ნიჟარაში. ზოგჯერ სტუმრები დახმარებასაც გთავაზობენ. სამწუხაროა, მაგრამ სჯობს თქვათ "არა".
მიზეზი – ენერგეტიკაა. სტუმრებს, რომლების რეცხავენ ჟურჭელს, შეუძლიათ სახლის აურა დაარღვიონ და შემოიტანონ საკუთარი ნეგატივი. ისინი "ჩარეცხავენ"წარმატებას და კეთილდღეობას. ზოგს სჯერა ამისი, ზოგს კი არა. ოღონდ ახლა არ იკამათოთ ამის ნიადაგზე!
კიდევ რა ცრურწმენები არსებობს? გთავაზობთ ზოგიერთს:
ხშირი სტუმარი სხვის სახლში რეცხავს ჭურჭელს
თუ ეს ადამიანი როგორც თქვენთვის, ასევე ოჯახის დანარჩენი წევრებისთვისაც ძვირფასია და სრულიად ენდობით მას, მაშინ ყველაფერი რიგზეა. მას დაახლოებით ისეთივე ენერგეტიკა აქვს, როგორიც შენს სახლშია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საშიში არაფერია.
შორეული ნათესავები რეცხავენ ჭურჭელს
ამ მინიშნებას ორი ახსნა აქვს. ზოგი ამბობს, რომ ასეთი დახმარება ნათესავებთან ხშირ შეხვედრას გვიქადის, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ნიშნავს ოჯახის სწრაფ გამგზავრებას ან მოგზაურობას.
ჭურჭლის გარეცხვა მშობლებთან სტუმრად
ეს ნიშანი ძალიან კარგია! ის ხანგრძლივ, მყარ და ხშირ შეგვედრებს გვიწინასწარმეტყველებს.
სტუმარი რეცხავს მხოლოდ თავის ფინჯანს
უმჯობესია ეს არ გააკეთოთ, რადგან ეს ქმედება თქვენს ურთიერთობაში უთანხმოების, სკანდალის და გაუგებრობის საწინდარი იქნება.
სტუმარი რეცხავს ბევრ ჭურჭელს
ეს ძალიან ცუდი ნიშანია, რადგან ამგვარად უცხო ადამიანი შენი სახლიდან ბედნიერებას ჩარეცხავს.
სტუმარი რეცხავს არა მარტო თავის ჭურჭელს, არამედ სხვისასაც
სავარაუდოდ ამის შემდეგ ოჯახში პრობლემების და წარუმატებლობის მთელი რიგი წამოვა, რადგან უცხო ადამიანი მთელ დადებით ენერგეტიკას ჩარეცხავს.
გოგონა სტუმრად რეცხავს ჭურჭელს
ამას მივყავართ ახალგაზრდა გოგოს გათხოვებამდე ან ბიჭის დაოჯახებამდე იმ ოჯახში, სადაც ჭურჭელი გაირეცხა.
სტუმრად მისული სიდედრი ჭურჭელს რეცხავს სიძესთან
თვლიან, რომ ასეთ საქციელს წამსვე მივყავართ ოჯახის წევრებს შორის ჩხუბამდე.
სტუმარი ჭურჭლის თავზე იბანს ხელებს
ეს გვიწინასწარმეტყველებს არასასიამოვნო მოვენებს, კამათს და პრობლემებს ფინანსური კუთხით....
სტუმარმა არ გარეცხა ჭურჭელი
ეს ქმედება - კარგის ნიშანია! ეს მეტყველებს იმაზე, რომ შენი სახლი საიმედოდ არის დაცული თვალისგან და ცუდი ადამიანებისგან.