სხვა სუფრის ეტიკეტის წესები,რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ 2018, 19 აპრილი, 14:13 სუფრის ეტიკეტს დღეს ბევრი აღიქვამს მოძველებულად, მაგრამ სუფრის ეტიკეტი პირველ რიგში არა მტანჯველი წესების გათვალისწინება და დაცვაა, არამედ, პირველ რიგში, თავაზიანი მოქცევა .
თუ ამ წესებს გაითვალისწინებთ, დიდ კომპანიაშიც და პაემანზეც თავს ნამდვილად არ იგრძნობთ უხერხულად, თქვენს მეგობრებსა და მომსახურე პერსონალზე კი სასიამოვნო შთაბეჭდილებას მოახდენთ.
ოფიციალური მიღება ან ბანკეტითუ წინასწარ არაა გათვალისწინებული სად უნდა დაჯდეთ, დაელოდეთ მასპინძლის მითითებას. ძირითადად, სუფრის თავში წვეულების მთავარი მოქმედი გმირი ჯდება, მასთან ახლოს-საპატივსაცემო და ხანდაზმული სტუმრები. ახალგაზრდები და ბავშვები კი სუფრის ბოლოში. სუფრასთან პირველად ქალები სხდებიან. მამაკაცი სუფრასთან არ უნდა დაჯდეს, თუ ქალები ფეხზე დგანან. მამაკაცი ქალბატონებს დაჯდომაში უნდა დაეხმაროს-სკამი გამოუწიოს და შემდეგ დაიკავოს თავისი ადგილი.ითვლება, რომ დაგვიანებულებს 20 წთ-ს ელოდებიან და შემდეგ სხდებიან სუფრასთან. თუ ეს დაგვიანებული თქვენ ხართ, ბოდიში მოიხადეთ და სწრაფად ჩაერთეთ საერთო საუბარში . არ ღირს მოყოლა რატომ და რის გამო დაიგვიანეთ. თუ რომელიმე კერძი არ გიყვართ, ან დიეტაზე ხართ, ან მარხვაზე, ნუ გამოაცხადებთ ამას ყველას გასაგონად. უბრალოდ, არ მიირთვათ ის. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კბილის ჩხირების ადგილი ტუალეტშია და არა მაგიდაზე. კბილების გაწმენდა, მაკიაჟის შესწორება, წამლის დალევა და თავის მოწესრიგებაც ტუალეტში შეგიძლიათ. სუფრის ნაკრების გამოყენებათუ შემთხვევით კოვზი ან ჩანგალი დაგივარდათ, ნუ გაირჯებით მის ასაღებად. სთხოვეთ მასპინძელს ან ოფიციანტს ახლის მოტანა. დანა-ჩანგალი ან კოვზი, რომელსაც უკვე იყენებთ, მაგიდას აღარ უნდა ეხებოდეს. დააწყვეთ ჭურჭლის კიდეზე, მაგრამ არა სუფრაზე. არ დაჭრათ მთელი ულუფა ერთბაშად. ასე კერძი მხოლოდ მალე გაცივდება და გემოსაც დაკარგავს, მოჭერით დანა-ჩანგლის დახმარებით თითო-თითო ნაჭერი და მაშინვე მიირთვით. ჩანგალი კბილებით ქვემოთ უნდა გეჭიროთ და არა კოვზისებურად, კბილებით ზემოთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რბილ კერძს მიირთმევთ, მაგალითად-პიურეს. საჩვენებელი თითი ჩანგლის და დანის ტარის გასწვირვ უნდა გედოთ, დანარჩენი თითებით კი თვითონ ტარი უნდა დაიკავოთ. თუ სუფრასთან დანა-ჩანგლის ან კოვზის მიწოდებას გთხოვენ, მიაწოდეთ ტარით მისკენ, ისე, რომ თქვენ თავად ტარის შუაში მოკიდოთ ხელი.პაემნის ეტიკეტიეტიკეტის თანახმად, ქალმა მონაწილეობა უნდა მიიღოს კერძების არჩევაში და პირველმა აირჩიოს. ნუ სთხოვთ მამაკაცს ეს თქვენს მაგივრად გააკეთოს. მას შემდეგ, რაც კერძებს შეარჩევთ, ოფიციანტს მამაკაცმა უნდა მისცეს შეკვეთა. ქალმა ყველაზე იაფფასიანი კერძები არ უნდა შეუკვეთოს, ეს მამაკაცისთვის მის არასაიმედოობაზე მინიშნება იქნება.თუმცა, ნურც მეტისმეტად ძვირადღირებულ კერძებს შეუკვეთავთ, რომ უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას, როცა ანგარიშსწორების დრო მოვა. როცა ოფიციანტი ღვინოს მოიტანს, მამაკაცი არ უნდა ეცადოს გამოართვას და დაასხას, პირველი დასხმა ოფიციანტის პრეროგატივაა. მხოლოდ შემდეგ შეუძლია მამაკაცს დაცარიელებული ჭიქების შევსება. ჭიქა ისე უნდა შეავსოთ, რომ ნახევრამდე ცოტა დააკლდეს. ეტიკეტის თანახმად, მამაკაცი იხდის, ქალმა ფული არ უნდა მიაწოდოს და არ უნდა იკითხოს რამდენია გადასახდელი.ჩაის კულტურაჩაის კულტურა ბევრ ქვეყანაში განსხვავებულია. თუ აშშ-ში ჩაის დატოვება აუცილებელია, აზიის ზოგ ქვეყანაში ეს საქციელი შესაძლოა შეურაცხყოფად მიიღონ. ევროპასა და აშშ-ში ჩაის მოცულობა საერთო შეკვეთის 10-15 %-ია. ჩაი-კეთილი ნების აქტია. თუ მომსახურება მართლა მოგეწონათ, შეგიძლიათ ჩაი დატოვოთ და ამით გამოხატოთ თქვენი მადლობა და კეთილგანწყობა პერსონალის მიმართ. თუმცა, ბევრ რესტორანში ჩაი უკვე შეკვეთის ღირებულებაშია გათვალისწინებული, როცა ჩეკში წერია:«Service included» ან «Tips included» ჩაი მხოლოდ მომსახურების მერე უნდა დატოვოთ, მას შემდეგ, რაც თანხას გადაიხდით და ოფიციანტი ხურდას მოგიტანთ. “ხურდა დაიტოვეთ" -არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ ეს ფრაზა. და კიდევ, თუ ჩაის დატოვება გაქვთ გათვალისწინებული, ხურდა ფულის სახით ნუ დატოვებთ.359 1-ს მოსწონს
|