ისტორია მე-11 საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია 2018, 18 აპრილი, 20:19 ![]() 1008 წ. - უნგრეთ-აჰტუმის ომი. უნგრეთის სამეფომ დაამარცხა აჰტუმი და მისი მოკავშირეები. 1010 - 1011 წწ. - მეორე კონფლიკტი გორიეო-ხიტანის ომში. ლიაოს დინასტიამ დაამარცხა გორიეო. 1014 წ. - კლონტარფის ბრძოლა. მიუნსტერმა დაამარცხა ლეინსტერი და დუბლინი. 1015 - 1016 წწ. - კნუტ დიდის ლაშქრობა ინგლისში. დანიამ და პოლონეთმა დაამარცხეს ინგლისი. ![]() 1018 წ. - ბოლსლოუ პირველის ჩარევა კიევის რუსეთის მემკვიდრეობისთვის კრიზისულ ბრძოლაში. კიევის რუსეთმა მოკავშირე პოლონეთთან და უნგრეთთან ერთად დაამარცხა კიევის რუსეთის მეორე ნაწილი, რომელიც იაროსლავ პირველს მოკავშირეობდა. ![]() 1018 - 1019 წწ. - მესამე კონფლიკტი გორიეო-ხითანის ომში. გორიეომ დაამარცხა ლიაოს დინასტია. 1019 წ. - ტოის ლაშქრობა. გორიეომ და კიუშუმ დაამარცხეს ტოის მეკობრეები. 1019 - 1024 წწ. - ჩოლას ლაშქრობა ჩრდილო ინდოეთში. ჩოლას იმპერიამ დაამარცხა აღმოსავლეთ ჩალუკიასი, პალას იმპერია, ოდდა და კალინგა. 1025 წ. - ჩოლას ლაშქრობა სრივიჯაიაში. ჩოლას იმპერიამ დაამარცხა სრივიჯაია. 1030 წ. - სტიკლესტადის ბრძოლა. გლეხების არმიამ დაამარცხა ნორვეგიის სამეფო. 1035 - 1042 წწ. - სტეფან ვოჯისლავის აღზევება. დუკლიამ დაამარცხა ბიზანტიის იმპერია. 1040 - 1041 წწ. - პეტრე დელიანის აღზევება. ბიზანტიის იმპერიამ დაამარცხა ბულგარელი აჯანყებულები. ![]() 1043 წ. - რუსულ-ბიზანტიური ომი. ბიზანტიის იმპერიამ დაამარცხა კიევის რუსეთი. 1046 წ. - ვატას წართმართების აჯანყება. უნგრელმა წარმართებმა დაამარცხეს პეტრე ორსეოლო. 1051 - 1063 წწ. - ყოფილი ცხრაწლიანი ომი. იაპონიამ დაამარცხა აბეს კლანი. 1065 - 1067 წწ. - სამი სანჩოს ომი. კასტილიის სამეფომ დაამარცხა ნავარეს და არაგონის სამეფოები. 1066 წ. - სტემფორდ ბრიჯის ბრძოლა. ინგლისის სამეფომ დაამარცხა ნორვეგია. 1066 - 1088 წწ. - ნორმანების მიერ ინგლისის დაპყრობა. ნორმანდიამ დაამარცხა ინგლისის სამეფო. ![]() 1066 - 1165 წწ. - ნორმანების ლაშქრობა უელსში. ნორმანდიამ დაამარცხა უელსური სამეფოები. 1068 - 1069 წწ. - კიევის აჯანყება. კიევის რუსეთმა დაამარცხა ვეჩე. 1072 - 1073 წწ. - გიორგი ვოიტეჰის აჯანყება. ბიზანტიის იმპერიამ დაამარცხა ბულგარელი აჯანყებულები. 1073 - 1075 წწ. - საქსონების აჯანყება. წმინდა რომის იმპერიამ დაამარცხა საქსონიის საჰერცოგო. 1074 - 1203 წწ. - ქართულ-სელჯუკური ომები. საქართველოს სამეფომ (1089 - 1125) და შემდეგ საქართველოს იმპერიამ (1184 - 1213) დაამარცხა დიდი სელჯუკური იმპერია, აზერბაიჯანის ათაბაგები და რუმის სასულთნო. ![]() 1075 წ. - იარლების აჯანყება. ნორმანდიამ დაამარცხა ინგლისელი აჯანყებულები. 1075 - 1082 წწ. - ვარენდრას აჯანყება. ვარენდრამ დაამარცხა პალას იმპერია. 1077 - 1088 წწ. - დიდი საქსონური აჯანყება. წმინდა რომის იმპერიამ დაამარცხა საქსონი დიდებულები. 1083 - 1089 წწ. - გოსანენის ომი. კიოჰარას კლანმა დაამარცხა მუცუს პროვინცია. 1088 წ. - 1088 წლის აჯანყება. 1096 - 1099 წწ. - პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა. წმინდა რომის იმპერიამ, საფრანგეთის სამეფომ, ინგლისის სამეფომ, აპულას საჰერცოგომ, ბიზანტიის იმპერიამ და კილიკიის არმენიის სამეფომ დაამარცხეს დიდი სელჯუკთა იმპერია, დანიშმენდები, ფატიმიდების ხალიფატი, ალმორავიდების დინასტია და აბასიდების ხალიფატი. ![]() 1097 წ. - ჩოლას შეჭრა კალინგაში. ჩოლას იმპერიამ დაამარცხა კალინგა. ![]() ავტორი: თორნიკე ფხალაძე 261 2-ს მოსწონს
|