x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
"იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს არასახარბიელო შეკვეთა მტრების ინტრიგების წყალობით შეაჩეჩეს."-როგორ გადაწყვიტა მიქელანჯელომ "სიქსტეს კაპელას" მოხატვა?

image


1506 წელს მიქელანჯელომ ახალი მიწვევა მიიღო პაპ იულიუს მეორისაგან, მას სურდა თავისათვის აკლდამის აგება, რომელიც მთელი საქრისტიანოს საჭეთმპყრობლის საკადრისი უნდა ყოფილიყო.

მიქელანჯელო დიდი ენთუზიაზმით შეხვედრია ამ გამოწვევას და პაპის ნებართვით მაშინვე გამგზავრებულა კარარას ცნობილ მარმარილოს საბადოში, რათა უზარმაზარი მავზოლეუმის გამოსაკვეთად ლოდები იქ შეერჩია. ახალგაზრდა ხელოვანი გაოცებული უყურებდა ამდენ მარმარილოს, რომელიც თითქოს მის საჭრეთელს ელოდებოდა, რათა მანამდე არნახულ ქანდაკებებად ქცეულიყო.



image



უკან დაბრუნების შემდეგ, რომის პაპს შესამჩნევად ჰქონდა აყრილი გული თავის დიდებულ წამოწყებაზე; მისი ყოყმანის ერთ-ერთი მიზეზი ახალი გეგმა იყო-წმიდა პეტრეს ახალი ტაძრის მშენებლობა. თავდაპირველად, აკლდამის ძველ შენობაში დადგმა იყო გათვალისწინებული, ის თუ დაინგრეოდა მავზოლეუმი სადღა უნდა მოეთავსებინათ?



image


უსაზღვროდ გულგატეხილ მიქელანჯელოს კი სხვა ეჭვები გაუჩნდა; მოეჩვენა ინტრიგას მიწყობენო, და იმისიც კი შეეშინდა, ვაითუ მეტოქეებმა მოწამვლა დამიპირონო. შიშითა და ბრაზით შეპყრობილმა, მან რომი დატოვა და ფლორენციაში დაბრუნდა, საიდანაც პაპს საკმაოდ უხეში წერილი გაუგზავნა, თუ დაგჭირდებით, თვითონ მობრძანდით და მომაკითხეთო.

პაპი მშვიდად შეხვდა ამ ამბავს და მოლაპარაკება დაიწყო ფლორენციის ქალაქის თავთან, რათა ახალგაზრდა ხელოვანი მოლაპარაკებაზე დაეყოლებინათ. მიქელანჯელო დაარწმუნეს და სარეკომენდაციო წერილიც მისცეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მის ხელოვნებას ბადალი არ მოეპოვებოდა და იგი "ისეთ რამეს მიაღწევდა, რაც მთელ მსოფლიოს განაცვიფრებდა".



image


მან ახალი შეკვეთა მიიღო-სიქსტეს IV-ის მიერ აგებული კაპელის კამარა უნდა მოეხატა. მიქელანჯელო ყველანაირად შეეცადა ამ შეკვეთისათვის თავის არიდებას-ამბობდა მოქანდაკე ვარ და არა ფერმწერიო. იგი დარწმუნებული იყო, რომ ეს არასახარბიელო შეკვეთა მტრების ინტრიგების წყალობოთ შეაჩეჩეს. მაგრამ პაპი სიტყვას არ გადავიდა, მაშინ მარტივი სქემა მოხაზა და დაეძებდა ფლორენციაში თანაშემწეებს, რომლებიც ხატვისას დაეხმარებოდნენ.



image


მოულოდნელად იგი კაპელაში გამოიკეტა, ახლოსაც არავის უშვებდა, და მარტო შეუდგა ახალი გეგმის აღსრულებას, რომელიც საჯაროდ წარდგენის დროიდან მთელ მსოფლიოს აოცებს.



ასევე, დაგაინტერესებთ:


"ეს რაფაელის საფლავია, სანამ ცოცხლობდა, დედაბუნებას ეშინოდა, დამამარცხებსო, ხოლო როს მოკვდა, შიშობს, არ მოვკვდეო მეც მასთან ერთად."-საინტერესო ცნობები რაფაელ სანტის შემოქმედებიდან

"შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" არ არის პოემის ავტორის საქართველოს მეფე თამარისადმი მიჯნურობის ამბავი"-ცირა ინწკირველი

"მე უბრალოდ შემოქმედების ორივე ამ სფეროსადმი შესაშური ერთგულება გამოვიჩინე."-ცირა ინწკირველი

"თავისუფლების განმარტებისათვის უნდა გვახსოვდეს მოციქულთა სწავლება: უფალი სულია და იქ, სადაც უფლის სულია, თავისუფლებაა."-ინტერვიუ რუსთველოლოგ, ბიბლიის სპეციალისტ ქალბატონ ცირა ინწკირველთან


0
509
6-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0