საზოგადოება „ზარდიაშვილმა პრეზერვატივით სხვისი შარდი შეიტანა, ნარკოტესტი ვერ გაიარა და პროკურატურიდან გაუშვეს“ 2018, 18 აპრილი, 4:10 პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი გუნდის თავდასხმასთან დაკავშირებით რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ვანო ზარდიაშვილი, რომელიც ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას და აპელირებს იმაზე, რომ ადეიშვილის დროს შერჩევითი სამართალი იყო, პროკურატურიდან ნარკოტესტის ვერგავლის გამო გაუშვეს. ამიტომ მას ადეიშვილის პერიოდზე ცუდად საუბრის მორალური უფლება არ აქვს. ეს განცხადება გვარამიამ თოქ-შოუ არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა. „ვანო ზარდიაშვილი 2005 წელს პროკურატურიდან რატომ გაუშვეს, იცით? იმიტომ, რომ ნარკოტესტი ვერ გაიარა. კამერამ გადაუღო, როგორ შეიტანა სხვისი შარდი პრეზერვატივით გამოსაცდელ ოთახში, რაზე გვესაუბრება და ვინ ლაპარაკობს საერთოდ? ვინმე ზარდიაშვილი მაინც ნუ გვესაუბრება ამაზე. ის ვერ ერკვევა საერთოდ ვერაფერში“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ პირს, რომელსაც არა აქვს ელემენტარული პოლიტიკური წარსული, არა აქვს უფლება, ასამართლოს პრეზიდენტი. ნიკა გვარამიას განცხადებით, შეწყალების გამო, შეწყალებული ადამიანები თუ დანაშაულს იდენენ, ეს არის სისტემის პრობლემა და ამის გამო პრეზიდენტმა არ უნდა აგოს პასუხი. ვიდეოჩანაწერი ნახეთ აქ 263 შეფასება არ არის
|