x
image
თამილა გურაშვილი
ამერიკა სანქციებზე მიიღებს ოპერატიულ პასუხს -რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოსკოვი არ გააჭიანურებს ამერიკის მიერ მიღებულ სანქციებზე საპასუხო ზომებს, სიტუაცია მიგვითითებს, რომ პასუხი უნდა იყოს ოპერატიული. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.

" მე ვფიქრობ, რომ ამ მნიშვნელოვანი კანონპროექტის განსახილველად, თვითონ სიტუაცია გვკარნახობს, რომ პასუხი არ დაყოვნდეს. ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, რა და როდის მოხდება, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციიდან ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებლად დინამიურად უნდა მოხდეს." -განაცხადა მან.

პარასკევს , სახელმწიფოს სათათითბოს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა და დუმის ფრაქციის ლიდერებმა პარლამენტის ქვედა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც აშს-ს ანტირუსული პოლიტიკის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს აკრძალვას, ამერიკულ სასოფლო სამეურენო, ალკოჰოლიურ და თამბაქოს ნაწარმის შემოტანაზე.image

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0