x
გიორგი მერებაშვილი

image
გიორგი მერებაშვილი დინამო
თბილისის რიგებში გაიზარდა და ჩამოყალიბდა
როგორც ფეხბურთელი. მან პროფესიონალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. 2010 წლის იანვარში სერბულ კლუბ ვოივოდინაში გადავიდა და სულ ახლახანს დაუბრუნდა თავის მშობლიურ
კლუბ დინამოს.


-
- რომ არა ფეხბურთი რა პროფესიას აირჩევდი?


-
სიმართლე გითხრათ ამაზე არასოდეს მიფიქრია. მიჭირს ჩემი
ცხოვრების წარმოდგენა ფეხბურთის გარეშე . კარიერის დასრულების შემდეგაც ვგეგმავ ფეხბურთში
დარჩენას, ალბათ უფრო მწვრთნელის როლში.


-
- როდის გადაწყვიტე, რომ ფეხბურთი შენი ცხოვრების ნაწილი
იქნებოდა?


-
სპორტული ოჯახიდან ვარ, მამაჩეი მოჭიდავეა, დედაჩემი
კი ხელბურთელი. როგორც მამების უმეტესობას, მამაჩემსაც სურდა მის კვალს გავყოლოდი და
მოჭიდავე გამოვსულიყავი. მეორე კლასში ვიყავი როდესაც ფეხბურთზე ჩუმად ჩავეწერე. ასე
დაიწყო ყველაფერი.


-
- მოდი ვისაუბროთ შენ პირად ცხოვრებაზე. მოგვიყევი შენი
ოჯახის შესახებ.


-
რამოდენიმე წლის წინ მეგობრების წრეში გავიცანი ჩემი
მეუღლე სოფიკო . გაცნობის შემდეგ 4 თვე მაწვალა, მერე ყველაფერი დალაგდა და ეხლა გვყავს
პატარა ნატალია.


-
- მოდი ეხლა შენი ზოგადი ინტერესები განვიხილოთ


მაინტერესებს რა კერძები გიყვარს
და თვითონ როგორი კულინარი ხარ.


-
საერთოდ ყველაზე მეტად მიყვარს ქართული სამზარეულო.
გამოვყოფდი დედაჩემის მომზადებულ კერძებს.
მე თვითონ იშვიათად ვამზადებ. მხოლოდ მაშინ როცა სახლში მარტო ვარ და სხვა გამოსავალი
არ მაქვს. ძირითადად კერძების მომზადება მიწევდა სერბეთში, სანამ მარტო ვცხოვრობდი.


-
- რა სიტუაციაში გსიამოვნებს გართობა და თავისუფალი
დროის გატარება?


-
თავისუფალი დრო ბევრი არ მაქვს და რაც მაქვს ვცდილობ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად
გავატარო. კლუბები არ მიყვარს. სერბეთში ცხოვრების დროს, თამაშის მოგების შემდეგ,
მთელი გუნდი ერთად მივდიოდით ხოლმე და კარგადაც ვერთობოდით. თბილისის კლუბები არ მხიბლავს,
რამოდენიმეჯერ თუ ვიქნები ნამყოფი.


-
- ალკოჰოლის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?


-
ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე, რომელსაც ვცდილობ მაქსიმალურად
დავიცვა, ვსვავ მხოლოდ შვებუელბის დროს, ისიც ცოტას. როცა შვებულებაში არ ვარ ვიძინებ ადრე და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერს ვშვები იმისთვის რომ მეორე დღეს
ვარჯიშზე ფორმაში ვიყო.


-
- რა მიგაჩნია შენ ყველაზე დიდ წარმატებაად?


-
ვთვლი, რომ წარმატებულ აიდამიანი ვარ. მარტო კარიერას
არ ვგულისხმობ, მყავს ულამაზესი ოჯახი. ჩემთვის ეს ყველაზე დიდი წარმატებაა. ცხოვრებაში მქონია რთული პერიოდები, მაგალითად ბავშვობაში, როდესაც ჩემ ოჯახი საკმაოდ
მძიმე სიტუაციაში იყო. დღეს ყველაეფრი მშვენივრად არის ...


0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ეეკუნაა
ეეკუნაა
36