მსოფლიო ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში,ნიკკი ჰეილი სირიაზე თავდასხმას წარმატებულს უწოდებს 2018, 15 აპრილი, 0:11 TACC-ის ინფორმაციით, ა "განხორციელებული თავდასხმა არის მკაფიო გზავნილი :ამერიკა არ მისცემს უფლებას ასადს გააგრძელოს ქიმიური იარაღის გამოყენება. მე დილიდან ველაპარაკე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მან თქვა, რომ თუ სირიის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოიყენებს მომწამვლელ გაზს, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის იმოქმედოს."- განაცხადა მან. ნიკკი ჰეილის მტკიცებით აშს-მ მოკავშირეებთან ერთად განახორციელა წარმატებული თავდასხმა ქიმიურ ობიექტებზე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამით შევარყიეთ ქიმიური იარაღის შექმნის პროგრამა.ჩვენ გავაგრძელებთ იგივე ზეწოლას, თუ სირიის რეჟიმი გამოსცდის ჩვენს ნებას"- განაცხადა ნიკკი ჰეილიმ. 38 1-ს მოსწონს
|