x
image
jango
ზღვა და ზღვის წყალი

imageდადგა უკვე საზღვაო პერიოდი, ბევრმა შეიძლება იცის რა სარგებლობა მოაქვს ზღვას, მაგრამ ვინც არ იცის ნამდვილად გამოადგება ეს სტატია.ზღავს გააჩნია სამკურნალო თვისებები: ზღვის კლიმატი, ზღვის წყალი, ზღვის ქვიშა და კიდევ სხვა. ზღვის ჰაერი გაჯერებულია ჟანგბადით, ოზონით, იოდით, ბრომით, მიკროსკოპული, თითქმის შეუმჩნეველი წყლის წვეთებითა და მარილის კრისტალებით, რომლებსაც შეიწოვს კანი და ჩაისუნთქავს ფილტვები. ზღვის ჰაერში გახსნილი უარყოფითი იონები აძლიერებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ინფექციებსა და სტრესებთან უკეთ გამკლავების საშუალებას აძლევს.ზღვაში ბანაობისას ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებს წყლის ტემპერატურული, მექანიკური და ქიმიური ფაქტორები. მექანიკური ფაქტორი ზღვაში განსაკუთრებთძლიერია. ცურვისას, გარდა წყლის წნევისა, ორგანიზმზე მოქმედებს მისი დინება და ტალღები.ასევე უნდა გავითვალისწინოთ რჩევები, რომ ზღვა თქვენი ჯანმრთელობისთვის საშიში არ აღმოჩნდეს: რა ხდება როდესაც ზღვაში ეშვებით? თავიდან წნევა მაღლა იწევს, ხშირდება გულისცემა, სისხლი უფრო სწრაფად იწყებს მიმოქცევას. ეს შესანიშნავი ვარჯიშია გულსისხლძარღვთა სისტემისთვის. ხუთი წუთის შემდეგ სისხლძარღვები ფართოვდება, არტერიული წნევა დაბლა იწევს, გულის შეკუმშვა თანაბარი ხდება და დგება განტვირთვის პერიოდი. ჯანმრთელი ადამიანისთვის ასეთი ვარჯიში დასაშვებია, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანისთვის ეს რისკის მატარებელია. ამიტომ ზღვაში შესვლა უნდა მოხდეს ნელ-ნელა და, რაც მთავარია, ადამიანი უნდა იყოს ფხიზელ მდგომარეობაში, რათა ზემოთ ხსენებულმა პროცესმაუარყოფითად არ იმოქმედოს მასზე.

ზღვა საერთოდ ყვეალსთვის მარგებელია, მაგრამ ვისაც მაგალითად გულის დაავადებები აწუხებს ექიმის კონსულტაციის შემდეგ უნდა ჩავიდეს წყალში.


0
308
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
308
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0