x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ კბენენ კოღოები ხალხის მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილს?
image


დათბა, ბევრის გული გაახარა გაზაფხულის დადგომამ, თუმცა, აბეზარი მწერების სეზონი მოდის და დროა, მათ წინააღმდეგ შეიარაღდეთ.


მეც და ალბათ თქვენც, არაერთხელ გაგჩენიათ კითხვა, თუ რატომ გკბენთ კოღოები თქვენ და თქვენ ახლობლებსა და მეგობრებს არა?


image



სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეათე ადამიანი, კოღოების სამიზნეა. არსებობს ბევრი თეორია თუ ვარაუდი, რომ ჭარბწონიან ადამიანებს, რომლებიც მეტად გამოყოფენ ოფლს; ადამიანებს, რომლებიც გამოყოფენ ნახშირბადის დიოქსიდს და ადამიანებს, რომელთაც უყვართ ლუდი, კოღოები უფრო ეტანებიან. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია დაზუსტებით - გენეტიკა და სხეულის ქიმია, გასაღები და მიზეზია ამ გაუგებრობის, რაც იზიდავს კოღოებს თქვენი სხეულისკენ.



რატომ ესხმიან კოღოები, ადამიანების, მხოლოდ განსაზღვრულ ნაწილს?


მოდით, უკეთ გავერკვეთ ამ სტატისტიკაში. მხოლოდ მდედრი კოღოები იკბინებიან, რადგან გამოსაკვები ყავთ პირმშო, ან ზრუნავენ კვერცხებზე. მამრი კოღოები კი, როგორც ამბობენ, მხოლოდ ბუნებრივი, თხევადი ნივთიერებებით იკვებებიან.


მდედრი კოღო ზრუნავს მომავალ თაობაზე და ირჩევს მხოლოდ საუკეთესო სისხლს, თითოეულ ჩვენგანს კი აქვს თავისი არომატი, რომელსაც მდედრი კოღო 30 მეტრიდან გრძნობს.


რაც არ უნდა ვინიღბოთ სხეულის სუნი სხვადასხვა ზეთებით თუ ძმრიანი და სპირტიანი საფენებით, გახსოვდეთ, რომ ჩვენ სხეულში დაახლოებით ასი ტრილიონი მიკრობია, რომლებიც გენეტიკური ფაქტორებით განისაზღვრება და ეს მიკრობები ჩვენი იმუნური სისტემის ძირითადი ნაწილია.


image



სისხლის ჯგუფი, მნიშვნელოვანი ფაქტორია.


ჩატარებული ექსპერიმენტების დასკვნის შედეგად, ადამიანებს, რომელთაც აქვთ I ჯგუფის სისხლი, ორჯერ მეტჯერ ესხმიან კოღოები თავს, ვიდრე ადამიანებს II ჯგუფის სისხლით. დანარჩენებს კი იშვიათ შემთხვევაში.



როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვანად იზიდავს კოღოს თქვენი სხეულის არომატი. საგრძნობლად ეცვლება სხეულს და კანს სუნი, თუ რძის მჟავა დაგროვდა. მის დაგროვებას ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობა, იოგურტის, ყველის, სოიოს, მარილიანი ბოსტნეულის მიღება, რომლებიც ხელს უწყობს რძის მჟავას ფორმირებას და დაგროვებას კანის ზედაპირზე. სწორედ ეს არომატი იზიდავს სისხლისმწოველ აბეზარებს.


კოღოებისგან თავის დასაღწევი საშუალებები არ არსებობს, თუმცა, თუ სურნელოვან ზეთებს, მწერების საწინააღმდეგო აეროზოლებს გამოიყენებთ, დაიფარავთ ტანსაცმლით სხეულის დიდ ნაწილს, ამით საგრძნობლად შეამცირებთ მათ თავდასხმას.


image



იხილეთ აგრეთვე:



რატომ უნდა დავკიდოთ, კარზე, წყლით სავსე ცელოფანი? შემთხვევა, რომელმაც ბევრი გააოცაimage





მოიშორეთ სამუდამოდ კოღო, ტარაკანა და ჭიანჭველა სახლიდან! ცდათ ნამდვილად ღირსimage





როგორ მოვაშოროთ სახლიდან ტარაკნები?image



7
5216
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5216
  
2019, 28 თებერვალი, 21:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 1 მაისი, 17:47
მედიცინა შენი სფეროა და დაგეთანხმები. :)
2018, 1 მაისი, 17:37
ალბათ რძე მჟავა და სხვა ნივთიერებები არ ფორმირდება ჩვენს კანზე და ვერ ვიზიდავთ, რა ვიცი აბა :)
2018, 1 მაისი, 17:23
საინტერესო იქნებოდა სპეციალისტის აზრი, რითაა ეს განპირობებული.
2018, 1 მაისი, 17:05
მადლობა, გუჯა. არც მე არ მეკარებიან, ძალიან იშვიათად.
2018, 1 მაისი, 15:17
საინტერესო სტატიაა, არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც არ მეკარებიან...
0 1 7