ორსულობა და ბავშვი ნახეთ რა რჩევებს აძლევდნენ ორსულ ქალებს ექიმები 150 წლის წინ 2018, 5 მაისი, 2:02 ექიმების მიერ გამოწერილი რეცეპტი და რჩევა-დარიგება მიჩნეულია შესრულდეს აუცილებლად, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება ორსულობას. მაგრამ, თუ გადავიხედავთ 100 - 150 წლით უკან, მაშინდელი რეკომენდაციები თანამედროვეებს მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურად მოეჩვენებათ. ორსული ქალები ატარებდნენ მოჭერილ კორსეტებს, ზოგი ეწეოდა ექიმების მოთხოვნით, ემალებოდნენ მზის სხივებს და ა.შ. კორსეტები ორსული ქალებისთვის
ვიქტორიანულ ერაში ქალის გარეგნული სახე მკაცრად რეგლამენტირებული იყო. კორსეტის ტარება სავალდებულო იყო. და ორსული ქალი გამონაკლისს არ წარმოადგენდა. კორსეტი მხოლოდ ოდნავ იცვლიდა შესახედაობას, მაგრამ გაზრდილ მუცელს მაინც უჭერდა. ზოგი ამტკიცებდა, რომ კორსეტები დამატებითი დამხმარე საშუალება იყო ორსულებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ ნაყოფი ყოველთვის ვერ ვითარდეობა ნორმალურად, რის გამოც ხშირად ხდებოდა ნაადრევი მშობიარობა და ბავშვის დაღუპვა. ანესთეზია ქლოროფორმით მშობიარობის დროსXIX საუკუნეში ანესთეზიისთვის ქლოროფორმს ისუნთქავდნენ. XIX საუკუნეში ორსულობის და მშობიარობის დროს ტანჯვის შესამსუბუქებლად ექიმებმა ნარკოზის გამოყენება დაიწყეს. პაციენტებს ასუნთქებდნენ ქლოროფორმს. დედოფალმა ვიქტორიამაც კი თავისი ბოლო ორი შვილი ამ ნარკოზის ქვეშ გააჩინა. მაგრამ, როგორც ყოველთვს, მედალს ორი მხარე აქვს. ქლოროფორმი ნეგატიურ ზედავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. ქალების უმრავლესობას მშობიარობისას არა მარტო ტკივილი უმცირდებოდათ, არამედ სხვა შეგრძნებებიც, ამიტომ ხშირად იბადებოდნენ მკვდარი ბავშვები. დამრგვალებული მუცლის დამფარავი კაბები150 წლის წინ, გამობერილი მუცელი რაღაც უხამსობად ითვლებოდა, ამიტომ მას ტანსაცმლით ნიღბავდნენ. იმ დროს მოდაში იყო კრინოლინის კაბები- კორსეტი ავიწროებდა წელს, ხოლო კრინოლინის რგოლები იწეოდა მაღლა. ქალბატონი ამის გამო გაცილებით გამხდარი ჩანდა. მას შემდეგ, რაც ფუშფუშა კაბები გაცილებით მოკრძალებული სამოსით შეიცვალა, ორსულობის შესანიღბავად მრავალრიცხოვანი სარჩულები, წინ დაგრძელებული ჟაკეტები და მოსაცმელები. ყველაფერ ამას ემატებოდა ისიც, რომ ქუჩაში ან საზოგადოებაში არ შეიძლებოდა გამოჩენა თუ საუკეთესოდ არ ეცვა. მიაჩნდათ, რომ ბავშვი დაიბადებოდა ლამაზი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დედა ორსულობის დროს საუკეთესო ტანსაცმლით დადიოდა. მოწევავიქტორიანულ ეპოქაში მოწევა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ითვლბა. მხატვარი კარლ შვენინგერი დღეს ყველასათვის ცნობილია, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ვიქტორიანულ ეპოქაში სრულიად სხვაგვარად ფიქრობდნენ. უფრო მეტიც, ექიმები მოუწოდებდნენ ორსულ ქალბატონებს მოეწიათ, რადგან ის თითქოს ხელს უწყობდა საჭმლის მონელებას. ალკოჰოლიXIX საუკუნეში ექიმები ორსულებს ალკოჰოლს უნიშნავდნენ. მოწევის გარდა ფეხმძიმე ქალებს ნებას რთავდნენ მიეღოთ წითელი ღვინო. მცირე რაოდენობით ის სასარგებლოცაა, მაგრამ რიგი ქალბატონებისა, საერთოდ ვერ გებულობდნენ ზომას – რაკი ექიმმა ნება დართოთ, ესე იგი შეიძლება.
|
|